ბიომორფული პავილიონები

Biomorphic Pavilions

არქიტექტორები გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია

მხატვრული გაფორმება ნოდარ მალაზონია, ზურაბ კაპანაძე, ზურაბ ლეჟავა

პროექტირება და მშენებლობა 1960-1980-იანი წლები

სტატუსი აშენებული

თავდაპირველი ფუნქცია გაჩერება, კაფე

დღევანდელი ფუნქცია იგივე, ნაწილობრივ უფუნქციო

მდგომარეობა დაზიანებული, ნაწილობრივ სახეცვლილი

მდებარეობა

პავილიონი „ნიჟარა“, ახალი ათონი
Google Maps

პავილიონები „უნაგირი“, „თევზი“, „რვაფეხა“ ბიჭვინთა
Google Maps

პავილიონები „სპილო“, „კატა“, ალახაძი
Google Maps

კაფე „ფანტაზია“ (რვაფეხა) ბათუმი 
Google Maps

გიორგი ჩახავას პირველი ნაჭუჭისებრი კონსტრუქციის პავილიონი 1961 წელს ალუშტის ავტოსადგურის კომპლექსისთვის აშენდა. აქ ჩახავამ გამოიყენა პიერ ლუიჯი ნერვის მიერ განვითარებული არმოცემენტის ტექნოლოგიის მსგავსი მეთოდი. 

დროთა განვამლობაში შედარებით მარტივი ფორმის პავილიონები ტრანსფორმაციას განიცდის, კომპოზიცია რთულდება, მრავალფეროვანი ხდება და ბოლოს, ბიომორფულ ფორმებში აღწევს კულმინაციას. ყველა ეს მცირე არქიტექტურული ფორმა, უწინარესად, ოსტატურად შერჩეული ადგილმდებარეობით გამოირჩევა. ისინი ორგანულადაა შერწყმული ბუნებასა და გარემოსთან. ადგილმდებარეობას თავად ჩახავა ირჩევდა. ბუნებისადმი სათუთი მოპყრობა მის ყველა პროექტში ჩანს. თითქმის ყველა პავილიონის თანაავტორია ზურაბ ჯალაღანია, ხოლო მხატვრული გაფორმება ქართველი მხატვრების, ნოდარ მალაზონიას, ზურაბ კაპანაძისა და ზურაბ ლეჟავას მიერაა შესრულებული.

ნაჭუჭისებური პავილიონების ყველაზე დახვეწილ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ბათუმის კაფე „ფანტაზია“ (რვაფეხა). „რვაფეხას“კონსტრუქციაში ჩატანებული წყლის გამანაწილებელი სისტემა, რომლის მეშვეობითაც ზღვის ბინადართა ფიგურები წყალს აშხეფებდნენ,  მეტ მომხიბვლელობას აძლევდა სმალტის ფერად ზედაპირებს და კაფეს შიდა სივრცეს გაგრილებაში უწყობდა ხელს. მრავალი წლის მანძილზე მიტოვებული ეს ნაგებობა დანგრევის საფრთხის წინაშე იდგა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. საბოლოოდ ის აღადგინეს, რის შედეგადაც სმალტის ორიგინალური მოპირკეთება შეიცვალა ახლით, გაუქმდა წყლის საფრქვევი სისტემა და ნაგებობამ სრულიად დაკარგა ავთენტურობა. პარადოქსია, რომ ბათუმის „რვაფეხამ“ ამის შემდეგ, 2020 წელს მიიღო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. (ნჩ)

ფოტოები: გიორგი ჩახავას პირადი არქივი

 

ლიტერატურა/ბმულები

W.K. Zwischen Kaukasus und Schwarzem Meer, Gebilde wie aus Träumen Farbe und Raum. N°3 März 1979, VEB Verlag für Bauwesen

Skrodzki, Wojciech. Przystanki czarnomorskie (Black Sea trail), Projekt, N° 119, 4. 1977.

Palavandishvili, Nini and Prents, Lena. Art for Architecture. Georgia. Soviet modernist Mosaics from 1960 to 1990. DOM publishers. Berlin. ISBN 978-3-86922-691-0