Reconstruction of the Marjanishvili Quarter
არქიტექტორიები ვლადიმერ ქურთიშვილი, ზაზა ისაკაძე, ზაზა ფილიშვილი – „თბილქალაქპროექტი“
პროექტირება 1980-იანი წლები
სტატუსი ნაწილობრივ განხორციელებული
მდებარეობა მარჯანიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Google Maps
თბილისის ქალაქგეგმარებით სისტემაში მარჯანიშვილის ქუჩას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირევს. ის მდებარეობს მტკვირს მარცხენა სანაპიროზე, იწყება გალაქტიონის ხიდთან, კვეთს მარჯანიშვილის მოედანს და მთავრდება გიორგი ჩიტაიას (საბჭოს) ქუჩასთან. მარჯანიშვილის ქუჩა ხიდით უკავშირდება მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და რუსთაველის და მარჯანიშვილის მოედნებს შორის სატრანსპორტო კავშირს უზრუნველყოფს. 1980-იან წლებში ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტის“ არქიტექტორთა ჯგუფს ვლადიმერ ქურთიშვილის ხელმძღვანელობით, დაევალა მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ერთი უბნის რეკონსტრუქციის გეგმის შემუშავება. 1970 წელს დამტკიცებული თბილისის გენერალური გეგმის და მის საფუძველზე შემუშავებული რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით, მარჯანიშვილის ქუჩას უნდა შეესრულებინა მთავარი განივი ღერძის ფუნქცია.
საპროექტო ტერიტორია მტკვირის მარცხენა სანაპიროსა და მარჯანიშვილის მოედანს შორის ჯამში დაახლოებით 60 000 კვადრატულ მეტრს მოიცავდა. რეკონსტრუქციის ფარგლებში იგეგმებოდა მარჯანიშვილის ქუჩის გაფართოება და ამასთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის თეატრის 17 მეტრით გადაწევა. ასევე, თეატრის სიახლოვეს მეტროს მეორე ამოსასვლელისა და მიწისქვეშა სამანქანო გვირაბის მოწყობა. პროექტის ავტორების მთავარი მიზანი იყო ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება და ქვეითთათვის კომფორტული პირობების შექმნა. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის და თბილსის ცენტრალური უნივერმაღის გვერდით უნდა აშენებულიყო ახალი, მრავალსართულიანი შენობები.
საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, დაწყებული პოროექტი არ განხორციელებულა. დაილუქა 30 მეტრი დიამეტრის მქონე „მარჯანიშვილის“ მეტროს მეორე ამოსასვლელი. ხოლო მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის განკუთვნილი ნაკვეთი ავტოსადგომად გამოიყენება. (მგ)
ინფო: ირინა ქურთიშვილი
ფოტოები: ვლადიმერ ქურთიშვილის პირადი არქივი