Building Element
არქიტექტორი გიორგი ჩახავა
პროექტირება 1965 მშენებლობა 1965-1981
სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 2017-2018
თავდაპირველი ფუნქცია ავტობუსის გაჩერება
დღევანდელი ფუნქცია უფუნქციო
მდგომარეობა დაზიანებული
მდებარეობა
ბორჯომი Google Maps
ტეზერი Google Maps
ქანდა Google Maps
1965 წელს გიორგი ჩახავამ დაიწყო მუშაობა რკინაბეტონის მოდულური ელემენტების სისტემაზე, რომელშიც ე.წ. კოლხური ჭდობის პრინციპია გამოყენებული. ელემენტის სიგანეა 40 სანტიმეტრი, სიგრძე 60-დან 660 სანტიმეტრამდე, სისქე 10 სანტიმეტრი, მაქსიმალური წონა კი 0.5 ტონა. „სამშენებლო ელემენტად“ წოდებული პანელებით საქართველოს საავტომობილო გზების გასწვრივ 1970-იან წლებში აშენდა სხვადასხვა დანიშნულების პავილიონები, ბენზინგასამართი სადგურები, ხიდის ბურჯები და სხვა.
ქარხნული წესით წინასწარ დამზადებული სტანდარტიზებული ელემენტებით მშენებლობა ტექნიკურად მარტივი იყო. არქიტექტურის თვალსაზრისით კი საინტერესო და მრავალფეროვანი, რადგან ყველა ობიექტი უნიკალური იყო. დღემდე შემორჩენილია სამი მათგანი – ქალაქ ბორჯომთან, სოფელ ტეზერთან და სოფელ პატარა ქანდასთან. სამივეს კულტურული და ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ჩახავას მიღებული აქვს საავტორო უფლებები „სამშენებლო ელემენტისათვის“ (სსრკ საავტორო უფლება N°831936, 1981 წ.). ისევე როგორც მათი წარმოებისთვის საჭირო ინდუსტრიული ხაზისთვის (სსრკ საავტორო უფლება N°863352, 1981 წ.). (ნჩ)
ფოტოები: გიორგი ჩახავას პირადი არქივი
ლიტერატურა/ბმული
ჩაჩხიანი, ნინო. გ. ჩახავას პავილიონები (11.10.2017)