Tkhaba-Yerdy Church
პროექტის ავტორი ლევან ხიმშიაშვილი – სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნო
არქეოლოგიური მეთვალყურეობა რამინ რამიშვილი, გივი ღამბაშიძე
რესტავრაცია 1968-1972
სტატუსი რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურის მემკვიდრეობის ძეგლი
თავდაპირველი ფუნქცია ეკლესია
დღევანდელი ფუნქცია იგივე
მდებარეობა მდინარე ასას ხეობა, სოფელ ხაირახის მახლობლად, მთიანი ინგუშეთი, რუსეთის ფედერაცია
Google Maps
ტყობა-ერდის (ტაბა-ერდი, თხაბა-ერდი) ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდებარეობს მთიან ინგუშეთში. 1968 წელს ლევან ხიმშიაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები. სამეკლესიიანი ბაზილიკის ძირითადი სამშენებლო ფენები IX-XII და XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ IX საუკუნის კედლები უფრო ძველად არსებულ საძირკვლებზე იყო აგებული.
ეკლესია ნაგებია ფიქალითა და ქვიშაქვის ნატეხი კვადრებით. ინტერიერი და ფასადები შემკულია სკულპტურული კომპოზიციებით, ორნამენტებიანი და რელიეფებიანი ქვებით. 1960-იან წლებში ეკლესია მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო.
მშენებლობის სხვადასხვა პერიოდების ნიშნები მეტყველებს იმაზე, რომ ტყობა-ერდის ეკლესია მრავალჯერ დანგრეული, აღდგენილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც მისი პირვანდელი სახის ხუროთმოძღვრების წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ძეგლის თავისებურებებიდან გამომდინარე შედგენილი რესტავრაციის პროექტი ითვალისწინებდა აღდგენას არქეოლოგიური მეთოდით – რაც ნიშნავს ძეგლის დაცვას იმ სახით, რა სახითაც მან აღნიშნულ დრომდე მიაღწია. (ნჩ)
ფოტოები: ლევან ხიმშიაშვილის პირადი არქივი
ლიტერატურა/ბმულები
ა. ქალდანი, „ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში“, „ძეგლის მეგობარი“, №. 78, გვ. 15, თბ., 1987 წელი.
ლ. ხიმშიაშვილი, მ. ანთაძე, „ტყობა–ერდის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები“, „ძეგლის მეგობარი“, №. 26, გვ. 65-75, თბ., 1971 წელი.
В. Миллер, „Археологические наблюдения в области Чеченцев“ (Мат. по археологии Кавказа), вып. 1, Москва, 1889 г., Т 12. ст. 8-24.
Д. Бакрадзе, (Мат. по археологии Кавказа), вып. 1, Москва, 1909 г., Т 12. ст. 25.
მ. ჯანაშვილი, „შესანიშნავი ნაშთი“, ივერია, 1895 წ., № 132.