სამშენებლო ელემენტი

Building Element

არქიტექტორი გიორგი ჩახავა

პროექტირება 1965 მშენებლობა 1965-1981

სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 2017-2018

თავდაპირველი ფუნქცია ავტობუსის გაჩერება

დღევანდელი ფუნქცია უფუნქციო

მდგომარეობა დაზიანებული

მდებარეობა

ბორჯომი Google Maps

ტეზერი Google Maps

ქანდა Google Maps

1965 წელს გიორგი ჩახავამ დაიწყო მუშაობა რკინაბეტონის მოდულური ელემენტების სისტემაზე, რომელშიც ე.წ. კოლხური ჭდობის პრინციპია გამოყენებული. ელემენტის სიგანეა 40 სანტიმეტრი, სიგრძე 60-დან 660 სანტიმეტრამდე, სისქე 10 სანტიმეტრი, მაქსიმალური წონა კი 0.5 ტონა. „სამშენებლო ელემენტად“ წოდებული პანელებით საქართველოს საავტომობილო გზების გასწვრივ 1970-იან წლებში აშენდა სხვადასხვა დანიშნულების პავილიონები, ბენზინგასამართი სადგურები, ხიდის ბურჯები და სხვა. 

ქარხნული წესით წინასწარ დამზადებული სტანდარტიზებული ელემენტებით მშენებლობა ტექნიკურად მარტივი იყო. არქიტექტურის თვალსაზრისით კი საინტერესო და მრავალფეროვანი, რადგან ყველა ობიექტი უნიკალური იყო. დღემდე შემორჩენილია სამი მათგანი – ქალაქ ბორჯომთან, სოფელ ტეზერთან და სოფელ პატარა ქანდასთან. სამივეს კულტურული და ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ჩახავას მიღებული აქვს საავტორო უფლებები „სამშენებლო ელემენტისათვის“ (სსრკ საავტორო უფლება N°831936, 1981 წ.). ისევე როგორც მათი წარმოებისთვის საჭირო ინდუსტრიული ხაზისთვის (სსრკ საავტორო უფლება N°863352, 1981 წ.). (ნჩ)

ფოტოები: გიორგი ჩახავას პირადი არქივი