ომი ჩემი ფანჯრიდან

War from my Window

War from my Window, 1991-1992, თბილისი

ცამეტი შავ-თეთრი ფოტო ალუმინზე

1-12 სურათი: 33 სმ x 50 სმ
13 სურათი: 50 სმ x 33 სმ

გამოცემა 3/4 +2 AP

ეძღვნება დედას.

1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პატარა, უმნიშვნელო სამოქალაქო ომები გაჩაღდა.

„ომი ჩემი ფანჯრიდან“ არის თორმეტი შავ-თეთრი ფოტოსაგან შემდგარი კრებული, რომელიც საქართველოს დედაქალ თბილისში მიმდინარე ომის დროს არის გადაღებული. ნამუშევარი ასახავს ოთხ მთავარ ასპექტს. ყოველ დღე კამერა განთავსებული იყო ერთ ადგილას, მისი ობიექტივი მიმართული იყო მთავრობის სახლისკენ და ხან ოდნავ მარცხნივ, ხან კი მარჯვნივ ტრიალდებოდა.

სურათები დამთვალიერებელს აკავშირებს იმ თორმეტი დღის ემოციურ განწყობასთან, რომელიც ზუსტად ემთხვევა შობის თორმეტ დღეს, ვინაიდან ომი დაიწყო 1991 წლის 24 დეკემბერს და დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს. იმ გზის საშუალებით, რომლითაც ფოტოგრაფმა გადაწყვიტა აესახა მიმდინარე მოვლენები, შესაძლებელი გახდა დრამატული კომპოზიციების ან საომარი მოქმედებების ქრონოლოგიური ნარატივის გამიზნულად თავიდან არიდება. შავ-თეთრ ურბანულ გარემოს, თითქოს გახვეულს ტყვიის ფარდაში, გადააქვს მაყურებლის მზერა ამ ოპერაციების დეტალებიდან და უბიძგებს მას დააკვირდეს ბუნების, დროისა და ქალაქის ხასიათს. ამგვარად, ომის მიმდინარეობა აღარ იკავებს ცენტრალურ ადგილს, ის ხდება დიალექტური პროცესის ნაწილი. ვინაიდან ფიზიკურადაც, ბრძოლები ქალაქის ცენტრში მიმდინარეობდა, დანარჩენ უბნებში კი ყოველდღიური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა; მაღაზიები, კაფეები, კინოთეატრები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები ღია იყო, ადამიანები დადიოდნენ სამსახურებში და ბრუნდებოდნენ სახლებში.

სამოქალაქო ომის შედეგად, რომელიც დაიწყო 1991 წლის 24 დეკემბერს და გაგრძელდა თორმეტი დღე, ზვიად გამსახურდიას მთავრობა დაემხო. ფანჯარა რომლიდანაც გადაღებულია ფოტოები, პირდაპირ უყურებს მთავრობის შენობას, რომლის გარშემოც ხორციელდებოდა საბრძოლო მოქმედებები. ფანჯრიდან ფოტოების გადაღება იყო იმ ინდიფერენტობის მეტაფორა, რომელიც ქალაქის მაცხოვრებლების უმრავლესობამ გამოავლინა ამ მოვლენების მიმართ. (თარგმანი მგ)

ფოტოები და ტექსტი: კოკა რამიშვილი

გამოფენები

“A Window on the World”, From Durer to Mondrian and Beyond, Museo d’Art Lugano. 2012

“To See the Demension”, Cataloque, Kunsthalle, Lund, 2011

“The Melancholy of Resistance”, Center of Contemporary Art, in Tourin, Poland, 2011 “Europe at Large”, MKHA, Museum of contemporary Art, Antverpen, 2010

“Perforated Cinema”, Koka Ramishvili, Galerie Mitterrand+Sanz, 2009

“Progresive Nostalgia”. CAC, Luigi Pecci Prato. Italy. 2007

Post Soviet photography, Tate Modern, London, 2006