The magic mountain
თბილისი, XX საუკუნის მეორე ნახევარი
21 სურათი
ქაღალდი და მუყაო
შერეული ტექნიკა, აკვარელი, გუაში, ტუში
ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მრავალრიცხოვან ნახატებში მთავარი ადგილი უჭირავს კლდეზე გადმოკიდებული, ან მთის ფერდობზე შეფენილ უტოპიურ ქალაქებს.
ლანა ღოღობერიძე, ალექსი-მესხიშვილის მეუღლე, იხსენებს, რომ, „ის, მართლაც, გაუთავებლად ხატავდა, სახელოსნოში, სახლში, სამსახურში, ყველგან… ერთხელ რომელიღაც ჩანახატზე ვკითხე, ეს რამე რეალური ჩანაფიქრია თუ არა-მეთქი და ლადომ მიპასუხა: ‘ასეთ ქალაქს ავაშენებდიო’. როგორც ჩანს, ის მართლაც, ძირითადად, თავის საოცნებო, კლდოვან და მთიან გარემოში ჩამჯდარ, ტერასებად განლაგებულ ქალაქს ხატავდა“.
ლიტერატურა/ბმულები
ღოღობერიძე, ლანა. რაც მაგონდება და როგორც მაგონდება. თბილისი 2020. ISBN: 9789941304811