სვირინგები, ზღვა და კიდევ ბევრი სხვა

Tatoos, sea and much more

სხვადასხვა ადგილები და წლები

ქაღალდი
ფანქარი, შავი ტუში, მელანი

როგორც თამაზ თევზაძე ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს,  არქიტექტორის პროფესიამდე ის ხატვის სიყვარულმა მიიყვანა.  მას სულ თან ჰქონდა ფანქარი და რვეული, რომელშიც განუწყვეტლივ აკეთებდა ჩანახატებს. განსაკუთრებულად უყვარდა კარიკატურების ხატვა ყველგან – შეხვედრებზე, კრებებზე, მუშაობის დროს, ლხინის დროს, ზღვის სანაპიროზე და საბჭოს სხდომებზეც კი. ამ კოლექციაში შევიდა რამდენიმე კარიკატურა თამაზ თევზაძის არქივში დაცული რვეულებიდან.

ფოტოები: თამაზ თევზაძის პირადი არქივი