საბჭოთა მოდერნიზმი – 1955-1991

Soviet Modernism 1955–1991

კურატორები კატარინა რიტერ, ეკატერინა საოპირო-ობერმაირ, ალექსანდრა ვახტერ

ვენის არქიტექტურის ცენტრის მონაცემთა ბაზა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შექმნილ 1 000-მდე არქიტექტურულ ნამუშევარს ინახავს, რომლებიც მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. 

გამოფენის „Soviet Modernism 1955–1991. Unknown Stories“, 2012 (საბჭოთა მოდერნიზმი 1955-1991 უცნობი ისტორიები) მრავალწლიანი მზადებისას ვენის არქიტექტურული ცენტრი გასცდა საბჭოთა სტანდარტიზებული არქიტექტურის კლიშეებს და გამოიკვლია არარუსული საბჭოთა რესპუბლიკების არქიტექტურის მახასიათებლები, რომლებიც განვითარდა „დათბობიდან“ ე.წ „პერესტროიკამდე“.

კვლევამ შეცვალა რუსეთის მიერ განსაზღვრული პერცეპცია და ყურადღება გაამახვილა სომხეთში, აზერბაიჯანში, ესტონეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უკრაინაში, უზბეკეთში და ბელორუსიაში მშენებლობის სპეციფიურ მახასიათებლებზე.

მონაცემთა ბაზა აძლევს კვლევის საფუძვლებს ექსპერტთა საერთაშორისო ქსელს, ისევე როგორც ფართო საზოგადოებას – ყოვლისმომცველ ინფორმაციას ამ ქვეყნების არქიტექტურის შესახებ. მრავალი შენობა ჯერ კიდევ ელოდება არქიტექტურის ისტორიკოსების მიერ აღმოჩენას და დანგრევის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ან უკვე გაქრა. შესაბამისად, მონაცემთა ბაზა წარმოადგენს მნიშვნელოვან ხელშემწყობ ინსტრუმენტს იმ შენობების აღსაქმელად, რომელთაც აკლია აღიარება. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს, იმედი გვაქვს, რომ შეგვეხმიანებით! (თარგმანი ნჩ)

www.sovietmodernism_database

ფოტოები: კატარინა რიტერი AzW, სიმონა როტა
ტექსტი: AzW