რამაზ კიკნაძის ჩანახატები

Drawings by Ramaz Kiknadze

1957-1970, თბილისი

სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ჩანახატები

თბილისის შესანიშნავი ხედი ამ საიტის მთავარ გვერდზე არქიტექტორ რამაზ კიკნაძის მიერაა შესრულებული. ის უკვე გადაიქცა თბილისის არქიტექტურის არქივის ვიზუალურ სიმბოლოდ. ამ სურათზე არა მარტო ქალაქის საკმაოდ ვრცელი პანორამაა გამოსახული, არამედ ყველა მნიშვნელოვანი შენობა ადვილი ამოსაცნობია.

რამაზ კიკნაძე წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების მხატვრულ გაფმორმებაზე. მან ასევე გააფორმა „ჩემი მშვენიერი ლედი“ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში.

კიკნაძის პირად არქივში ინახება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში შესრულებული ჩანახატები, გრაფიკული ნამუშევრები, თეატრისთვის შექმნილი დეკორაციებისა და პერსონაჟების ესკიზები და მრავალი სხვა. აქ წარმოდგენილია ამ ნამუშევრების ერთი ნაწილი.

ფოტოები: რამაზ კიკნაძის პირადი არქივი