გურამ აბულაძე

* 17.05.1941 თბილისისაქართველო

† 12.10.2009 იქვე

არქიტექტორი

გურამ აბულაძე დაიბადა თბილისში 1941 წლის 17 მაისს. 1958-1964 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრებიდან 1968 წლამდე მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ ჯერ არქიტექტორად, შემდეგ უფროს არქიტეტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად და პროექტის მთავარ არქიტექტორად. 1969-1972 წლებში იყო „თბილქალაქგაფორმების“ კომბინატის საპროექტო ჯგუფის უფროსი, ხოლო 1984 წლიდან 1987 წლამდე ინსტიტუტის დირექტორი. გურამ აბულაძე იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ფაკულტეტის სტუდენტთა საპროექტო ბიუროს უფროსის მოადგილე (1973-1974) და 1981 წლამდე ბიუროს უფროსი. 1991-1996 წლებში ის იყო არქიტექტურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, არქიტექტურის კათედრის პედაგოგი და დიზაინის კათედრის დოცენტი. 1987-1991 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს დიზაინისა და კეთილმოწყობის სამმართველოს საპროექტო კანტორის უფროსად.

გურამ აბულაძე იყო საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი, არქიტექტურის სექცია (1967-1973), საქართველოს არქიტექტორთა კავშირის სარევიზიო საბჭოს თავმჯდომარე (1974-1980) და გამგეობის წევრი, ასევე საქართველოს სახალხო დეპუტატთა გლდანის რაიონის რაისაბჭოს დეპუტატი (1985-1987 და 1987-1991 წლებში)

მიღებული აქვს პირველი პრემია სსრკ არქიტექტურული სპეციალობის კურსდამთავრებულთა საუკეთესო სადიპლომო ნამუშევრისათვის (1964), პირველი პრემია 1973 (ღამის ბარი „მოსკოვი“ ბერლინში), პირველი პრემია: საქართველოს არქიტექტორთა კავშირის კონკურსი „წლის საუკეთესო ნამუშევარი“, ნომინაცია „წლის საუკეთესო რესტავრაცია“ 1998 (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პროექტისთვის).

ფოტოები: გურამ აბულაძის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

ლენინური კომკავშირის სახელობის საწყლოსნო-სპორტული კომპლექსი, თბილისი 1978 (გურამ აბულაძე, რამაზ კიკნაძე, შოთა ყავლაშვილი)

– სანერგე მეურნეობის ადმინისტრაციული შენობა, გორი წელი უცნობია

– ვაჭევის ღვინის ქარხნის საჭაშნიკო, ზესტაფონი, წელი უცნობია

– საზოგადოებრივი და სავაჭრო ობიექტების რეკლამები, ინტერიერები, და მცირე არქიტექტურული ფორმები თბილისის ქუჩებისთვის, წელი უცნობია

– თბილისი-აეროპორტის ტრასის და საქართველოს სამხედრო გზის თბილისი-მცხეთის მონაკვეთის კეთილმოწყობა, გაფართოება-რეკონსტრუქცია და არქიტექტურულ-მხატვრული გაფორმება, წელი უცნობია

– მიწისქვეშა გადასასვლელი ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩასთან, წელი უცნობია

– თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია, 1998

 – ლუდის რესტორანი „ყაზბეგი“, ადგილი და წელი უცნობია

– „თერგდალეულთა“ მემორიალური კომპოზიცია, დარიალის ხეობა 1972

– საქართველოს ექსპოზიცია კაიროს, ეგვიპტე, 1972 (გურამ აბულაძე, თ. ერისთავი, შოთა ყვალაშვილი) და პოზნანის, პოლონეთი (1980) საერთაშორისო გამოფენებზე (ორივე გამოფენის დიდი ოქროს მედალი)

– ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია, წინანდალი წელი უცნობია

– თბილისის დუმბაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრის რეკონსტრუქცია (გურამ აბულაძე, თ. შაშიაშვილი) 1998-2007

– ვერის პარკის რეკონსტრუქცია, თბილისი წელი უცნობია

ლიტერატურა/ბმულები

ლაღიძე, ნინო. თანამედროვე ქართველი არქიტექტორები. გურამ აბულაძე. თბილისი 2009. ISBN 978-9941-0-0938-9