ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი

Alexi-Meskhishvili, Vladimir

* 28.09.1915 თბილისი, საქართველო 

 21.06.1978 იქვე

არქიტექტორი

ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილმა 1939 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის განხრით და ამავე წელს მუშაობა დაიწყო „ხრამჰესპროექტში“. 1941 წელს გაწვეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1944 წელს, მუშაობა განაგრძო არქიტექტორად „საქშახტაპროექტში“. 1955 წლიდან მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ ჯერ პროექტის მთავარ არქიტექტორად და შემდეგ ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად, სადაც 1960 წლიდან ხელმძღვანელობდა მესამე არქიტექტურულ სახელოსნოს. 1960-1977 წლებში ის ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე.

ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1960); საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1970) და კომკავშირის პრემიების (1972) ლაურიატი. მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მეტრო „ლენინის მოედნის“ ქვედა სადგურისთვის (1969 ); საქართველოს სახელმწიფო პრემია ცენტრალური ტელეგრაფის შენობისთვის (1983); სსრკ-ის სახელმწიფო პრემია ვაკის პარკის მემორიალისთვის (1988) და საპატიო ნიშნის ორდენი.

ინფო: ნუცა ალექსი-მესხიშვილი
ფოტოები: ქართული სპორტის მუზეუმი, ეროვნული ბიბლიოთეკა, დავით მორბედაძის პირადი არქივი, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

– სანატორიუმი „იმერეთი“, წყალტუბო 1957 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ლევან ჯანელიძე, თინათინ ფანიაშვილი. კონსტრუქტორი: მიხეილ ცენტერაძე)

თბილისი სპორტის სასახლე, თბილისი 1961 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე. კონსტრუქტორი: დავით ქაჯაია)

– რესტორანი იორი, თბილისი 1962 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ნოდარ ვადაჭკორია, ს. მეგრელიშვილი. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)

– მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი, ბიჭვინთა 1962 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ნოდარ ვადაჭკორია. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)

– მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი, სოხუმი, 1962 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ნოდარ ვადაჭკორია, ქეთევან კობახიძე. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)

– საბჭოთა საქართველოს პავილიონი იზმირში, 1965 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვ. ჟიტკოვსკი, კიაზო ნახუცრიშვილი. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)

– თავისუფლების მოედნის მეტროპოლიტენის ქვედა სადგური (ყოფილი ლენინის მოედანი), თბილისი 1967 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ქეთევან კობახიძე. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)

– საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი, თბილისი 1969 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გურამ გაბაშვილი. კონსტრუქტორი: გ. ცანავა)

– საქართველოს მინისტრთა საბჭოს ავტობაზა, თბილისი 1970 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი, გიორგი ქურდიანი. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)

– ამპოლოგრაფიული ლაბორატორია, 1970 თბილისი (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი. კონსტრუქტორი: გ. ცანავა)

– გამარჯვების მემორიალი ვაკის პარკში, თბილისი 1970 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე. მოქანდაკე: გიორგი ოჩიაური. მხატვარი: ზურაბ წერეთელი)

თბილისის ჭადრაკისა და ალპური კლუბის შენობა, თბილისი 1973 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გერმანე ღუდუშაური. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)

– აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლი, თბილისი 1974 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი, ქეთევან კობახიძე. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)

– მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი, სინოპი, სოხუმი 1978 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გერმანე ღუდუშაური. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)

– ცენტრალური ფოსტის და ტელეგრაფის შენობა, თბილისი 1980 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, თეიმურაზ მიქაშავიძე. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)