Bostanashvili, Shota
* 13.05.1948 თბილისი, საქართველო
† 29.05.2013 იქვე
არქიტექტორი, კულტუროლოგი, პოეტი
შოთა ბოსტანაშვილმა 1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის განხრით. 1966–1975 წლებში მუშაობდა საქსახპროექტში არქიტექტორ-ტექნიკოსად; 1970–1990 წლებში იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტური საპროექტო ბიუროს არქიტექტორი და არქიტექტურული განყოფილების უფროსი; 1978–2013 წლებში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. შოთა ბოსტანაშვილმა 1990 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე დაარსა სასწავლო სტუდია-სახელოსნო „არქიტექტურის პოეტიკა“- არქიტექტურის სწავლების უნიკალური მეთოდი.
შოთა ბოსტანაშვილი იყო არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მოსკოვის ფილიალის პროფესორი (1995), ხოლო 2001 წლიდან – წევრ-კორესპონდენტი. 1997 წელს, ქალაქ სოფიაში, ის არჩეულ იქნა არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემიის პროფესორად; 1999 წელს, ქალაქ ბაქოში, აღმოსავლეთ ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის სრულ წევრად. 2008 წელს შოთა ბოსტანაშვილმა მოიპოვა არქიტექტურის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (სტუ, დისერტაცია „სივრცის პოეტიკა, – სინაგოგებისა და ებრაული სასაფლაოების არქიტექტურა საქართველოში“).
შოთა ბოსტანაშვილს მიღებული აქვს ჯილდოები კონკურსებში: სადიპლომო პროექტების კონკურსი (1972), I პრემია; ახალგაზრდა არქიტექტორთა საკავშირო გამოფენა (1979), I პრემია; მარჯანიშვილის თეატრი, თბილისი (1979), II პრემია (შოთა ბოსტანაშვილი, ზურაბ მათიაშვილი); ხალხთა მეგობრობის მემორიალი, ქუთაისი (1980), II პრემია (შოთა ბოსტანაშვილი, კ. ტაბატაძე); საერთაშორისო კონკურსი „ორფეოსის მემორიალი“, ბულგარეთი (1985), I პრემია (შოთა ბოსტანაშვილი, ვახტანგ დავითაია); საერთაშორისო კონკურსი “XXI საუკუნის ცივილიზაციის სივრცე”, ვენეცია (1988), I პრემია; წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, თბილისი (1990), II პრემია.
შოთა ბოსტანაშვილი იყო სახელმწიფო ჯილდოების ლაურეატი: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე“ პროექტისთვის „შრომის დიდების მემორიალი“ ქუთაისში (1983); მსოფლიო არქიტექტურის ბიენალეს „ინტერარხ 83“-ის პრემია (1983); საკავშირო დათვალიერება-კონკურსის პრემია „წლის საუკეთესო ობიექტი“ პროექტისთვის „პურის ქარხანა“, თბილისი (1987); ღირსების ორდენი არქიტექტურაში შეტანილი პირადი წვლილისათვის (1998); პირველი ხარისხის დიპლომი არქიტექტორთა კავშირების საერთაშორისო ასოციაციის XI დათვალიერება-კონკურსში „წლის სუკეთესო ნაგებობა“ პროექტისთვის „პოეზიის სასახლე“, თბილისი (2003); არქიტექტურის საერთაშორისო ტრიენალეს ვერცხლის მედალი და პრემია „მაღალი ხუროთმოძღვრული ოსტატობისათვის“ პროექტისთვის „პოეზიის სასახლე“, თბილისი (2006); I პრემია საქართველოს არქიტექტორთა კავშირის კონკურსში „2007 წლის საუკეთესო ობიექტი“ (სასტუმრო შარდენი, თბილისი); არქიტექტურის საერთშორისო ტრიენალეს ვერცხლის მედალი წიგნისთვის „ბუცა. ხუროთმოძღვარი ვიქტორ ჯორბენაძე“ (2012).
ინფო: დავით ბოსტანაშვილი
ფოტოები: შოთა ბოსტანაშილის პირადი არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ძირითადი პროექტები
– ხევსურული სოფლები ხახმატი და ბისო, 1970-72 (შოთა ბოსტანაშვილი, ვახტანგ დავითაია, მერაბ გუგუნავა) განუხორციელებელი
– საცურაო აუზი, საერთაშორისო ტურისტული კომპლექსი “მზიური ველი“, ბაკურიანი 1971, (შოთა ბოსტანაშვილი, ვახტანგ დავითაია, გიული გეგელია) განუხორციელებელი
–„ხსოვნის ტაძარი“ სოფელ მუხრანთან, 1975 (შოთა ბოსტანაშვილი, ვახტანგ დავითაია)
– „ხსოვნის კუბი“ სენაკი, 1975 (შოთა ბოსტანაშვილი, ვახტანგ დავითაია, გიული გეგლია, მოქანდაკე: ვაჟა მელიქიშვილი)
– კულტურის სასახლე, ფოთი 1976 (შოთა ბოსტანაშვილი, ვახტანგ დავითაია)
– მემორიალი „დიდება შრომას“, ქუთაისი 1976 (შოთა ბოსტანაშვილი, ვახტანგ დავითაია)
– კულტურის ცენტრი, გულრიფში 1980, განუხორციელებელი (შოთა ბოსტანაშვილი, ვახტანგ დავითაია)
– პურის ქარხანა, ჩარგლის ქუჩა, თბილისი 1987 თბილისი
– პურის ქარხანა, ვაზისუბანი, თბილისი 1987 (შოთა ბოსტანაშვილი, ვახტანგ დავითაია)
– ბავშვთა ქალაქი, მალთაყვის ტყე-პარკი, 1984 (შოთა ბოსტანაშვილი, ვახტანგ დავითაია) განუხორციელებელი
– მსახიობის სახლი, სენაკი 1985, განუხორციელებელი
– საცხოვრებელი კომპლექსი ავლაბარში, თბილისი 1986 (შოთა ბოსტანაშვილი, ვახტანგ დავითაია) განუხორციელებელი
– წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. თბილისი 1990, საკონკურსო პროექტი
– ონის სინაგოგის რესტავრაცია, 1991 (მიწისძვრის შედეგან დაზიანიებული)
– საცხოვრებელი სახლი ზუბალაშვილების ქუჩაზე, თბილისში 1994, განუხორციელებელი
– „იერუსალიმის სახლი“, თონეთის მოედანი, თბილისი 1997
– „პოეზიის სასახლე“, თბილისი 1998, პლასტიკის შესრულება ნატურაში 2002
– კერძო საცხოვრებელი სახლი, თბილისი 2000
– კერძო დასასვენებელი სახლი დაბა კიკეთში, 2003
– სასტუმრო „შარდენი“თბილისი 2007 (შოთა ბოსტანაშვილი, დავით ბოსტანაშვილი)
– ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, თბილისი 2007 (შოთა ბოსტანაშვილი, დავით ბოსტანაშვილი)
– საცხოვრებელი სახლი, ამაღლების აღმართი, თბილისი 2007
– სასტუმრო, აღმაშენებლის ქუჩა, ბაკურიანი 2008
– თამარ მეფის ძეგლი, მესტია 2012 (მოქანდაკე: ვაჟა მელიქიშვილი)
პუბლიკაციები
– „თბილისის რიტუალების სასახლე“, ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ 1985
– „არქიტექტორი რიჩარდ ინგლანდი”, ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ 1987
–„სინაგოგებისა და ებრაული სასაფლაოების არქიტექტურა საქართველოში”, ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ 1992
– სტატიების სერია. გაზეთი „ასპიროზი“ 1992-93
– „გამოეშვა მთვარე გველსა“ (ნ. იანქოშვილის ფერწერა) გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ 1996
– „ტანს იმეორებს კვართი”, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ 2001
– „ქანცგაწყვეტილი კაცობრიობა დაისვენებს”, ჟურნალი „ომეგა“ 2000
– „დრო, განტევების ვაცი და მოდარაჯე კაცი”, გაზეთი „ახალი ეპოქა“ 2001
– „ხუროთმოძღვარი, (ვიქტორ ჯორბენაძე), გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ თარიღი უცნობია
– „უსანჩოოდ და უროსინანტოდ”, გაზეთი „24 საათი“ 2002
– „საზღვრების კონფლიქტი და ურბანული კონფლიქტის საზღვრები”, ჟურნალი „კავკასიის მაცნე“ 2003
– „სახე, სახლი და სახელი”, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ 2003
– „ურაბლეოდ”, გაზეთი „კალმასობა“ 2004
– „არქიჰექტორი” (ეძღვნება ვახტანგ დავითაიას), გაზეთი „საქ. რესპუბლიკა“ 2004
– „მას კულტურა მოსდევს, მასკულტურა მოსდევს“, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ 2006
– „ყურანის ქართული თარგმანის გამო“, ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“ 2007
– „სულხან-საბას ჰომილიების გამო“, ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“ 2007
– „ურიდოდ და უდერიდოდ”, ჟურნალი „სჯანი“ 2007
– „გავთენდი, ანუ პროტოპოსტ-ი”, ჟურნალი „სჯანი“ 2008
– „ნიშანი და ნაშენი” ჟურნალი „სემიოტიკა“ 2008
– „სივრცის პოეტიკა, – სინაგოგებისა და ებრაული სასაფლაოების არქიტექტურა საქართველოში“, დისერტაცია. თბილისი 2008
– „სიტყვა ლია სტურუაზე”, ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“ 15.05.2009 – 10.
– „ნაშ/ენის პრეზენტაცია”, ჟურნალი „სემიოტიკა“ 2009 – 5.
– „გზა და ლაბირინთი” ლიტერ. მე-2 საერთაშორისო კონფერენც. მასალები, 2009
– „საბალოგია” საბას საიუბილეო კრებული 2009
– „ბ/ატრისტული წარმოდგენა”, ჟურნალი „სემიოტიკა“ 2010 – 8
– „აიექა (ჯემალ აჯიაშვილის პოეზიის შესახებ)”, ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“ 30.04.2010 – 9.
– „შენი ამინდი (ვ. დავითაის შესახებ)”, ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“ 22.01.2010 – 2
– „თ. ნატროშვილის “ჰაჯი მურატის” გამო”, ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“ 01.10.2010 – 20
– „მამ(ლ)ის ჩრდილი და ჩრ/დილის მამალი”, ჟურნალი „კრიტიკა“ 2010 – 5
– შოთა ბოსტანაშვილი, დავით ბოსტანაშვილი, „ბუცა. ხუროთმოძღვარი ვიქტორ ჯორბენაძე“, გამომცემლობა უნივერსალი, თბილისი 2012
– პოემების კრებული „ოთხი ლაპარაკი“, გამომცემლობა უნივერსალი, თბილისი 2012
ლიტერატურა/ბმულები
სეხნიაშვილი ნინო, ბოსტანაშვილი დავით. შოთა ბოსტანაშვილი. არქიტექტურის პოეტიკა, გამომცემლობა ფოსტა. თბილისი 2019 ISBN 978 9941 8 1305 4
ლინო ბიანკო, წიგნის განხილვა, 2019
Bianco, Lino. Pedagogy of poetics of architecture in contemporary Georgia. Astra Salvensis, 8(15), pp. 61-74.
Bianco, Lino. Contemporary Georgian Architectural Theory and Practice: The legacy of Shota Bostanashvili. ACE: Architecture, City and Environment, 15(43), 9019.
Bianco, Lino. From Poetics to Metapoetics: Architecture towards architecture. Balkan Journal of Philosophy, 10(2), pp. 103-114.
Bianco, Lino. Shota Bostanashvili, architectural discourse and the foundation of poetics of architecture in Georgia. Papers of BAS: Humanities and Social Sciences, 4(1), pp. 49-59.
Vaklinova, E. (1997). Пространственият синтез в творчество на Шота Бостанашвили (Spatial Synthesis in works of Shota Bostanashvili). АМС Аспекти (AMC Aspekty), 3, pp. 32-34. (in Bulgarian)
სტუდია-სახელოსნო „არქიტექტურის პოეტიკა“
ვიდეო „პოეზიის სასახლის განადგურება“ 2013