რამაზ კიკნაძე

Kiknadze, Ramaz

* 19.02.1937 თბილისი, საქართველო

 07.01.1975 იქვე

არქიტექტორი

რამაზ კიკნაძე დაიბადა 1937 წელს თბილისში. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი და 1962 წელს მუშაობა დაიწყო „თბილქალაქპროექტის“ მეოთხე არქიტექტურულ სახელოსნოში.

1972 წელს კიკნაძე “საქქალაქმშენსახპროექტის“ მეორე არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად დაინიშნა. იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის და პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის სახმშენის და თბილისის მთავარი არქიტექტორის საბჭოების წევრი, ასევე სავაჭრო პალატის მთავარი არქიტექტორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე კიკნაძე ასწავლიდა არქიტექტურულ გეგმარებას.

რამაზ კიკნაძე ასევე მუშაობდა თეატრის მხატვრად, აქვს გაფორმებული რამდენიმე სპექტაკლი. გარდაიცვალა 1975 წელს თბილისში.

რამაზ კიკნაძეს მიღებული აქვს საქართველოს კომკავშირის პრემია (1975)

ინფო: გაგა კიკნაძე

ფოტოები: რამაზ კიკნაძის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

– გამარჯვების მემორიალი, კუბა 1962 (რამაზ კიკნაძე, გურამ მირიანაშვილი, თეიმურაზ მიქაშავიძე) განუხორციელებელი

– მეტროპოლიტენის სადგური „ოქტომბერი“ პავილიონი და მიწისქვეშა ბაქანი, თბილისი 1963 (თამაზ თევზაძე, რამაზ კიკნაძე)

– ქორწინების სახლი, თბილისი 1965 (შოთა ყავლაშილი, რამაზ კიკნაძე. მოქანდაკეები: გიორგი და ირაკლი ოჩიაურები)

ცენტრლური ავტოსადგური, თბილისი 1970 (შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე, ვლადიმერ ქურთიშვილი. მხატვარი: ზურაბ წერეთელი)

– ორთაჭალის საცხოვრებელი რაიონის და ადმინისტრაციული ცენტრის პროექტი, თბილისი 1970 (შოთა ყავლაშვილი, მერაბ გუგუნავა, რამაზ კიკნაძე, გივი მეტრეველი) განუხორციელებელი

–„საქპურის“ საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისი 1970 (შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე)

– სადეგუსტაციო დარბაზი „საჭაშნიკე“, თბილისი თბილისი 1970 (რამაზ კიკნაძე, თეიმურაზ მიქაშავიძე, ვლადიმერ ქურთიშვილი)

– რესტორანი „მარაბდა“, 1971 (რამაზ კიკნაძე, თეიმურაზ მიქაშავიძე, ვლადიმერ ქურთიშვილი)

– ვაჟა ფშაველას ძეგლი, თბილისი 1973 (რამაზ კიკნაძე, თეიმურაზ მიქაშავიძე, ა. ურუსაშვილი. მოქანდაკე: გიორგი ოჩიაური)

– სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, 1974 მესტია (რამაზ კიკნაძე, გივი მეტრეველი)

– ცხრა ძმა ხერხეულიძის მემორიალი, მარაბდა 1976 (შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე. მოქანდაკე: ლამარა ქველაძე)

– გვირაბი და ესტაკადა მეტეხის კლდის ქვეშ, თბილისი 1975 (ვალერი ბახტაძე, რამაზ კიკნაძე, შოთა ყავლაშვილი)

საწყოლოსნო-სპორტული კომპლექსი (ამჟამად „ლაგუნა ვერე“), თბილისი 1978 (შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე, გურამ აბულაძე. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური. მხატვარი: ნიკოლოზ იგნატოვი)

სპექტაკლების გაფორმება

თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი:

– სამი ფორთოხლის სიყვარული, 1968 (რეჟისორი: ლ. პაკსაშვილი, მხატვრები: ა. რატიანი და რამაზ კიკნაძე)

– გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში, 1969 (რეჟისორი: გ. სარჩიმელიძე)

– ბაქიტას ოინები, 1971 (რეჟისორი: გ. სარჩიმელიძე)

– წითელკალთიანთა ბელადი, 1971 (რეჟისორი: ს. სებისკვერაძე)

– პირიმზე, 1972 (რეჟისორი: ლ. პაკსაშვილი)

– ჩექმებიანი მგელი, 1973 (რეჟისორი: ა. ჩხიკვაძე)

– მელაკუდა, 1974 (რეჟისორი: გ. სარჩიმელიძე)

– მხიარული ზღაპრები, 1974 (რეჟისორი: შ. ცუცქირიძე)

– ელსადგური, 1974 (რეჟისორი: ნ. იონათამიშვილი)

– ფიფქიას სკოლა, 1974 (რეჟისორი: შ. ცუცქირიძე)

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრი:

– ჩემი მშვენიერი ლედი, 1969 (რეჟისორი: შ. მესხი)

გამოფენების გაფორმება

– ქართული ლიტერატურის მუზეუმის საიუბილეო გამოფენა, 1965 (გერა აჯიაშვილი, რამაზ კიკნაძე, ვლადიმერ ქურთიშვილი, თეიმურაზ მიქაშავიძე. მხატვარი: ნიკოლოზ იგნატოვი)

– სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის დენდროლოგიური მუზეუმის ექსპოზიცია, 1966 (გერა აჯიაშვილი, ვაჟა გიგაშვილი, რამაზ კიკნაძე, ვლადიმერ ქურთიშვილი, თეიმურაზ მიქაშავიძე)

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო გამოფენა 1969 (გერა აჯიაშვილი, ვაჟა გიგაშვილი, რამაზ კიკნაძე, ვლადიმერ ქურთიშვილი, ნოდარ ქვათელაძე, თეიმურაზ მიქაშავიძე)

– ქართული პავილიონი, სავაჭრო-სამრეწველო გამოფენა პარიზში 1970 (მერაბ გუგუნავა, რამაზ კიკნაძე, გივი მეტრეველი, შოთა ყავლაშვილი)

– სავაჭრო-სამრეწველო გამოფენა ბაზელში, 1971 (მერაბ გუგუნავა, რამაზ კიკნაძე, გივი მეტრეველი, შოთა ყავლაშვილი)

– სავაჭრო-სამრეწველო გამოფენა დასავლეთ ბერლინში, 1972

– სავაჭრო-სამრეწველო გამოფენა პლოვდივში, 1973 (რამაზ კიკნაძე, გივი მეტრეველი)

– სავაჭრო-სამრეწველო გამოფენა ლიონში, 1974 (თეიმურაზ დიასამიძე, რამაზ კიკნაძე, ნელი ქვარცხავა)

ლიტერატურა/ბმულები

გ. სულაბერიძე, რამაზ კიკნაძე. არქიტექტურა. თბილისი 1995