ლევან კილაძე

Kiladze, Levan

10.06.1934 თბილისი

† 12.01.2002  იქვე 

არქიტექტორი

ლევან (ლევიკო) კილაძემ 1959 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით და ამავე წელს მუშაობა დაიწყო „საქქალაქმშენსახპროექტში“ არქიტექტორად. 1961-1965 წლებში იყო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1965-1972 წლებში პროექტის მთავარ არქიტექტორი. 1972 წლიდან 1985 წლამდე ლევან კილაძე იყო „საქალაქმშენსახპროექტის“ პირველი არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი, ხოლო 1985 წლიდან „სოიუზგიპროტორგის“ საქართველოს ფილიალის დირექტორი.

1961-1963 წლებში ლევან კილაძე ასწავლიდა მოსე თოიძის სახელობის სასწავლებელში, ხოლო 1969-1980 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის პედაგოგი.

ლევან კილაძე იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი (1963) და გამგეობის წევრი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1983), არქიტექტორ ,,გ. ლეჟავას” ფონდის თავჯდომარე. მიღებული აქვს საკავშირო-დათვალიერება კონკურსის პრემია წლის საუკეთესო პროექტებისთვის: „ბავშვთა გამაჯანსაღებელი კომპლექსი მზიური“ (1983) და „თბილისის ცენტრალური უნივერმაღის რეკონსტრუქცია“ (1989), საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია ზუგდიდის ადმინისტრაციული შენობისთვის (1987). აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.

ინფო: ლენა კილაძე
ფოტოები: ლევან კილაძის პირადი არქივი

ძირითადი ნამუშევრები

– საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის იზოტოპების ლაბორატორია დიღომში, თბილისი 1959

– საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიური მეცნიერების კომპლექსი დიღომში, თბილისი 1960

– საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ლაბორატორია დიღომში, თბილისი წელი უცნობია

– საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი 1964

– საცხოვრებელი სახლები ნუცუბიძის ქუჩაზე, თბილისი 1969

– ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, დაბა წყნეთი და ტაბახმელა 1970

– საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (ინჟინრები: ო. ფანოზიშვილი, დ. ძოწენიძე) თბილისი 1969

– ნევროლოგიის ინსტიტუტი სტაციონარით 200 ადგილზე, თბილისი 1972

– კომპლექსი ,,მზიური” მდინარე ვერეს ხეობაში (ლევან კილაძე, ბიძინა ჩიგოგიძე, ირაკლი მასხარაშვილი, გია აბულაძე), თბილისი 1980

– 120 ბინიანი საცხოვრებელი სახლი, თბილისი 1982

ადმინისტრაციული შენობა (ლევან კილაძე, ციალა გიორგაძე), ზუგდიდი 1985

– საბავშვო ბაღი მეჩნიკოვის ქუჩაზე, თბილისი 1985

– თბილისის ცენტრალური უნივერმაღის რეკონსტრუქციის პროექტი, თბილისი 1987

– რესტორანი „თეთრი ეტლი“, გორი, წელი უცნობია, განუხორციელებელი

– „ლაღიძის წყლების” შენობის რეკონსტრუქციის პროექტი, თბილისი, წელი უცნობია

– წიგნის მაღაზია „პროსპერო“, რუსთაველის გამზ.34, თბილისი 1999

– „მწერალთა სახლის“ რეკონსტრუქციის პროექტი, თბილისი, წელი უცნობია, დაუსრულებელი

– ფოკის დედათა მონასტრის რეკონსტრუქცია, წელი უცნობია, დაუსრულებელი ესკიზური პროექტი