Kobakhidze, Ketevan
* 9.03.1934 თბილისი, საქართველო
† 21.05.2016 იქვე
არქიტექტორი
ქეთევან (ქეთა) კობახიძემ 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით. 1958-1971 წლებში მუშაობდა „თბილქალაქპროექტის“ მეოთხე სახლოსნოში არქიტექტორად. 1971-2016 წლებში იყო არქიტექტურის საფუძვლების კათედრის უფროსი პედაგოგი და დოცენტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. აქვს ნაშრომები ქართული არქიტექტურული ძეგლების შესახებ.
ქეთევან კობახიძე 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით
ინფო: თამაზ გერსამია, ბაია ნიკოლაიშვილი
ფოტოები: ქეთევან კობახიძის პირადი არქივი
ძირითადი პროექტები
– რესტორანი დიღომში, თბილისი 1961
– მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი, სოხუმი, 1962. (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ნ. ვადაჭკორია, ქეთევან კობახიძე. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)
– თავისუფლების მოედნის მეტროპოლიტენის ქვედა სადგური, თბილისი 1967 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ქეთევან კობახიძე. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)
– აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლი, თბილისი 1974 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი, ქეთევან კობახიძე. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)
– სასტუმრო „რუსთავის“ რეკონსტრუქცია, თბილისი 1971
– ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი, ყვარელი 1977 (ვიქტორ ჯორბენაძე, ქეთევან კობახიძე)
– სოფელ ხანის აზომვა-გადატანის პროექტი თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე 1972 (ირაკლი მოსულიშვილი, ქეთევან კობახიძე)
– საცხოვრებელი სახლი, სოფელი წყნეთი 2006 (ქეთევან კობახიძე, მიხეილ ყრუაშვილი)
– დავით სარაჯიშვილის ძეგლი, თბილისი 1991 (მოქანდაკე: ანზორ გომართელი)