ზურაბ კოპალაძე

Kopaladze, Zurab

* 27.04.1937 თბილისი, საქართველო

არქიტექტორი

ზურაბ ალექსანდრეს ძე კოპალაძემ 1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა არქიტექტორად სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტში“, სადაც 1964 წლიდან იყო ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის მთავარი არქიტექტორი. 1991 წლის შემდეგ ზურაბ კოპალაძე იყო სახელოსნოს ხელმძღვანელი, 2003 წლიდან კომპანია „საქარქფონდის“ მთავარი არქიტექტორი, 2005 წლიდან კი კომპანია „აქსისის“ არქიტექტორ-კოორდინატორი.

ზურაბ კოპალაძეს არის მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურიატი. მიღებული აქვს  I პრემია საკონკურსო პროექტისთვის „ტიპური საცხოვრებელი სახლების საერია“ (1962), ასევე მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის (2005) წოდება. 

ფოტოები: ზურა კოპალაძის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

– ტიპიური საცხოვრებელი სახლების სერია, 1962

– 26 კომისრის სახელობის მოედნის რეკონსტრუქცია (ამჟამად, ავლაბრის მოედანი), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და მეტროპოლიტენის ზედა სადგური, თბილისი 1963 (ს. რევიშვილი, შ.ჩაჩანიძე, თ. დალაქიშვილი, ზურაბ კოპალაძე)

– რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია, თბილისი 1964. საკონკურსო პროექტი

– ახალი ათონის გამოქვაბულების კეთილმოწყობა, ახალი ათონი 1965 (ი. მარკოზაშვილი, ზურაბ კოპალაძე, ი. ავდალოვი. კონსტრუქტორი: რ. რიჟინაშვილი)

– გმირთა მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი, თბილისი 1966, საკონკურსო პროექტი

– „ინგურგესის“ საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის პროსპექტზე, თბილისი 1970 (თ. დალაქიშვილი, გ. ბიჭიაშვილი, ო. დარჩიევი, ზურაბ კოპალაძე)

– მარტვილის გენერალური გეგმის პროექტი, 1970

– მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, მარტვილი 1970

– კულტურის სახლი 600 ადგილზე ახალ სოფელში, გუდაუთის რაიონი 1970

თბილისის უნივერსიტეტის ახალი კომპლექსი: გენერალური გეგმა, ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა, კაფე-სასადილო, საერთო საცხოვრებელი, ფეხმავალთა ხიდი მდინარე ვერეზე, ქიმიის ფაკულტეტი, საბაგირო გზა, დახურული მძლეოსნობის მანეჟი და სტადიონი, პოლიკლინიკა, საცურაო აუზი. თბილისი 1968-1985 (შოთა კაჭკაჭიშვილი, ზურაბ კოპალაძე, ბიძინა მამინაიშვილი, ლერი მეძმარიაშვილი, სოლომონ რეხვიაშვილი)

– დედათა და ბავშვთა პანსიონატი 800 ადგილზე, სოფელი გუდავა, გალის რაიონი 1989. დაუსრულებელი მშენებლობა

– „საქქალაქმშენსახპროექტი“-ს რეკონსტრუქციის პროექტი, თბილისი 1993. განუხორციელებელი

– ფირმა „ჯოტოს“ სავაჭრო ცენტრი წერეთლის გამზირზე, თბილისი 1990. განუხორციელებელი

– ფეხბურთის მოყვარულთა კლუბი კიროვის პარკში, თბილისი 2001. განუხორციელებელი

– სასტუმრო „საირმე“ საირმის პლატოზე, თბილისი 2001

– ფიროსმანის ქუჩის რეკონსტრუქციის ესკიზური პროექტი, თბილისი 2002

– „ცოდნის ქალაქი“ თბილისი 2003. ესკიზური პროექტი

– მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შროშის ქუჩაზე, თბილისი 2003

– მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი პანკისის ქუჩაზე, თბილისი 2004

– მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ატენის ქუჩაზე, თბილისი 2005

– სამედიცინო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, თბილისი 2007

– სამედიცინო უნივერსიტეტის საცხოვრებელი კომპლექსი, თბილისი 2008. საკონკურსო პროექტი

– ტურისტთა და დამსვენებელთა მომსახურების კომპლექსი, ბაკურიანი 2008