Nakashidze, Leona
* 12.07.1937 თბილისი, საქართველო
მხატვარი
ლეონა ნაკაშიძემ 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტი მხატვრული კერამიკის სპეციალობით. მისი შემოქმედება მოიცავს სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ მხატვრული კერამიკისა და ტექსტილის ნამუშევრებს, ფერწერას, ქანდაკებას და სხვ.
ლეონა ნაკაშიძე არის მრავალი გამოფენის მონაწილე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ინფო: ლეონა ნაკაშიძე
ფოტოები: ლეონა ნაკაშიძის პირადი არქივი
ხელოვნება არქიტექტურაში – ძირითადი ნამუშევრები
– საქართველოს ეროვნული არქივის შენობა, თბილისი 1970 (არქიტექტორი: ლელი ჰაჯიბეილი) – ფასადების დეკორი, კერამიკული პანოები: ლეონა ნაკაშიძე, ანეტა ბასიშვილი
– სასტუმრო „კოლხეთი“, თბილისი 1962 (არქიტექტორები: ნოდარ ჯობაძე, თამაზ თევზაძე) – ინტერიერის გაფორმება, კერამიკული პანოები: ლეონა ნაკაშიძე
– საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, თბილისი, 1971 (არქიტექტორი: ივანე ჩხენკელი) – შადრევნის დეკორატიული გაფორმება: ლეონა ნაკაშიძე (განუხორციელებელი)