დოდო სეხნიაშვილი

* 07.04.1927 თბილისი, საქართველო

† 27.06.2013 იქვე 

არქიტექტორი

დოდო (დარინე) სეხნიაშვილი დაიბადა 1927 წელს. 1945-1951 წლებში სწავლობდა ტექნიკური უნივერსიტეტში (იმ დროს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1956 წლიდან პროფესიული კარიერის დასრულებამდე მუშაობდა „სოიუზდორპროექტის“ თბილისის ფილიალის (შემდეგ „სსი თბილგიპროავტოდორტრანსის“) სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობათა განყოფილებაში არქიტექტორად, ბრიგადის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად, პროექტის მთავარ არქიტექტორად. დოდო სეხნიაშვილი გარდაიცვალა 2013 წელს.

დოდო სეხნიაშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1981), მიღებული აქვს ქალაქ იალტის (ყირიმი, უკრაინა) საპატიო სიგელი იალტის ავტოსადგურის პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის.

ინფო და ფოტოები: დოდო სეხნიაშვილის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

– „გლავდორსტროის“ კურსების შენობა, ნოვოჩერკასკი, 1959

– ინტურისტის ავტოპროფილაქტიკა, სოფელი მაჭარა, სოხუმის რაიონი, 1961

– ნოვოსიბირსკ-აკადემქალაქის საავტომობილო ტრასის კეთილმოწყობა და გაფორმება. 1961- 1962. (გიორგი ჩახავა, დოდო სეხნიაშვილი და სხვ.)

– პიონერთა ბანაკი, ანაპა, კრასნოდარის მხარე, 1963

– გზების არქიტექტურული გაფორმება, გაჩერებები, გადასახედები, პავილიონები, წყაროები და სხვ. ჰინდუკუშის მთები, ავღანეთი. 1963-1964 (გიორგი ჩახავა, ირაკლი მასხარაშვილი, ოთარ ნახუცრიშვილი, დოდო სეხნიაშვილი და სხვები)

– ავტოსადგური „სამარყანდი“, ტაშკენტი, უზბეკეთი 1964 (გიორგი ჩახავა, ირაკლი მასხარაშვილი, დოდო სეხნიაშვილი). 

ავტოსადგური იალტა, ყირიმი, უკრაინა. 1962-1964 (გიორგი ჩახავა, ოთარ ნახუცრიშვილი, დოდო სეხნიაშვილი, ზურაბ ჯალაღანია. ინჟინერი ნიკოლაი ლინევიჩი)

– ავტოსადგური, კრიმსკი უკრაინა, 1968

– კრასნოდარ-ჯუბგას საავტომობილო გზის კეთილმოწყობა

– ტიპური პროექტები (ნოერი 503.156) ავტობუსის გაჩერების პავილიონებისთვის კავკასიისა და უკრაინის საავტომობილო ტრასებზე, 1971

– ავტოსადგური, გორიაჩი კლიუჩ. 1971

– ხიდი-ესტაკადა კუდეპსტაში და ესტაკადა ხოსტაში 1772

– კრასნოდარ-რდრანდა-გალის საავტობილო გზის კეთილმოწყობა, 1975

– სამი საცხოვრებელი სახლი (85 ბინა) ადლერის რაიონში, 1977