ლონგინოზ სუმბაძე

Longinoz Sumbadze

04.27.1908 ს. ვარდისუბანი, საქართველო

10.15.1984. თბილისი

არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ლონგინოზ სუმბაძემ 1932 წელს დაამთავრა თბილისის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1932-1940 წლებში მუშაობდა არქიტექტორად „საქკომუნპროექტში“ და იყო საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ასისტენტი; 1938 წლიდან – პედაგოგი თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; 1940-1942 წლებში – საკავშირო არქიტექტურის აკადემიის ასპირანტი მოსკოვში.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942-1944 წლებში სუმბაძე საქართველოს შუქშენიღბვის შტაბში ჯერ ბრიგადირი, მერე შტაბის უფროსი იყო. 1944-1945 წლებში ის მუშაობდა მთავარ არქიტექტორად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. ომის შემდეგ ის დაბრუნდა მოსკოვის საკავშირო არქიტექტურის აკადემიის ასპირანტურაში, შემდეგ კი, 1946-1948  წლებში, ამავე აკადემიის ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი გახდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ 1948 წლიდან 1968 წლამდე ლონგინოზ სუმბაძე მუშაობდა „საქსახპროექტის“ პროექტის მთავარ არქიტექტორად, შემდეგ – არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1948 წელს ის დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე, სადაც იყო უფროსი მასწავლებელი, 1956 წლიდან დოცენტი, 1971 წლიდან კი პროფესორი და არქიტექტურის საფუძვლების კათედრის გამგე 1984 წლამდე. 1951 წელს ლონგინოზ სუმბაძემ დაიცვა დისერტაცია თემაზე „კოლხური საცხოვრებელი ვიტრუვიუსის მიხედვით“. 1964-1972 წლებში ის იყო „საქქალაქმშენსახპროექტის“ პროექტის მთავარი არქიტექტორი.

ლონგინოზ სუმბაძე იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1969). მიღებული აქვს I-II პრემია პროექტისთვის სასტუმროები რაიონული ცენტრებისათვის 15-20 ადგილზე (წელი უცნობია); II პრემია პროექტისთვის ხელოვნების მუზეუმი თბილისში (1939); II პრემია კონკურსშიკავკასიის დამცველთა მონუმენტი (1947); I  პრემია კონკურში საცხოვრებელი სახლები რაიონული ცენტრებისათვის (1948).

ფოტოები: ლონგინოზ სუმბაძის პირადი არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფოტომატიანე

ძირითადი პროექტები

– საცხოვრებელი სახლები, ჩხოროწყუ, 1930-იანი წლები

– საცხოვრებელი სახლები, ფოთი, 1930-იანი წლები

– ქალაქ ბათუმის გენერალური გეგმა 1935 (ლონგინოზ სუმბაძე, ბეჟან ლორთქიფანიძე)

– ქალაქ გორის გენერალური გეგმა 1938, 1950, 1968 (ლონგინოზ სუმბაძე, ბეჟან ლორთქიფანიძე)

საცხოვრებელი სახლების სერია N 209, 1946 (ინჟინერი: ირაკლი ჯაფარიძე)

– ბამბეულის კომბინატის დასახლება, გორი 1950-იანი წლები

– N 209 სერიით გაშენებული ქალაქი, ვიქტორია, რუმინეთი, 1949 (ინჟინერი: ირაკლი ჯაფარიძე)

– საცხოვრებელი სახლები, სტალინის გამზ., გორი 1952

– ხიდი მდ. მტკვარზე, გორი 1952

– საცხოვრებელი სახლი, ფალიაშვილის ქ. 43, თბილისი 1953

– საცხოვრებელი სახლი, თამარ მეფის გამზ. 7, თბილისი (ყოფ. ჩელუსკინელების ქ.) 1952

– საცხოვრებელი სახლი, თამარ მეფის გამზ. 11, თბილისი (ყოფ.ჩელუსკინელების ქ.) 1953

– საცხოვრებელი სახლი, ცაბაძის ქ., თბილისი 1955

– საცხ. სახლი ბარნოვის ქ. 57, თბილისი 1956

– საცხოვრებელი სახლი, კომკავშირის ქ., თბილისი 1956

– საცხოვრებელი სახლი, წერეთლის გამზ.,10, თბილისი 1959  

– ქალაქ რუსთავის გენერალური გეგმა, დეტალური დაგეგმარების პროექტი, მარჯვენა ნაპირი 1968 (ავტორთა ჯგუფი)

– სამხატვრო აკადემიის სასწავლო კორპუსი (ლონგინოზ სუმბაძე, ვალერიან კედია, მიხეილ ჩხიკვაძე, ინჟინერი: დავით ქაჯაია) თბილისი 1966

– მუზეუმი ღია ცის ქვეშ, გენერალური გეგმა, თბილისი 1966

– კულტურის სახლი, ბამბეულის კომბინატის დასახლება, გორი 1975 (ლონგინოზ სუმბაძე, ბ. სუმბაძე)

– II საცხოვრებელი რაიონი, რუსთავი. წელი უცნობია. (ლონგინოზ სუმბაძე, ზ. ხურცილავა)

– III, V და IX მიკრორაიონების მოშენება, რუსთავი. წელი უცნობია.

– სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ჰიდროტექნიკა“, ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია, კოსტავას ქ. 72 (ყოფ. ლენინის ქ.), თბილისი. წელი უცნობია.

– საქ.კპ.ცკ-ს გარაჟი, ჭოროხის ქ. 6, თბილისი. წელი უცნობია.

პუბლიკაციები

– „Гори. Очерк архитектуры“. Колхидское Издательство архитектуры и градостроительства. M. 1950.

– „Колхидское жилище по Витрувию“. Изд. Академии наук ГССР. 1960.

– „Грузинские дарбази“. Изд. Заря востока. Тб. 1960.

– „ვარიანტული ორნამენტი“. ჟურნალი „ცოდნა” 1963.

– „ქართული ხუროთმოძღვრული ფოლკლორი“, ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“, 1964 2., გვ 6-10.

– „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის პარკ-მუზეუმის გენერალური გეგმის შესახებ“, ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ 7,. 1966.

– „ქართული მარნის ხუროთმოძღვრება“, ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“, 1968 16, გვ. 35-47.

– „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი“. ჟურნალი „საბჭოთა საქართველო“ 1978.

– Архитектура грузинского народного жилища дарбази. Изд. Мецниереба. Тбилиси. 1984.

– „ქართული ხით ხუროთმოძღვრება“. ხელოვნება, თბილისი 1985.

– „ქართული ხუროთმოძღვრება“, ხელოვნება, თბილისი 1985.

– Типология грузинского народного жилища, 2009.

– ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, ხევი 2018.

ლიტერატურა/ბმულები

კინწურაშვილი, სიმონ. სუმბაძე, ლონგინოზ ზაქარიას ძე, ესე, ტ. 9, 1985.

ბერიძე, ვახტანგ, მოგონებები, თბილისი 1978.

ნათიძე, თამაზ. ლონგინოზ სუმბაძის გახსენება, წელიწდეული 2, 1996.

ირინე ელიზბარაშვილი, მანანა სურამელაშვილი, ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ხათუნა ჭურღულია. არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში. თბილისი 2012. ISBN: 978-9941-0-4207-2