ნელი ქვარცხავა

Kvartskhava, Neli

*28.12.1933, თბილისი

† 16.06.2016, იქვე

არქიტექტორი

ნელი ქვარცხავამ 1961 წელს სწავლა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე და ამავე წელს მუშაობა დაიწყო თბილქალაქპროექტში. პროფესიული კარიერის დასრულებამდე ის მუშაობდა თბილქალაქპროექტის პირველ და შემდეგ მეექვსე არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად და 1975 წლიდან მთავარ არქიტექტორად.

ნელი ქვრაცხავა მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო გამოფენებზე საქართველოს პავილიონების გაფორმებაში.

ნელი ქვარცხავას მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2003).

ინფო: გაგა კიკნაძე
ფოტოები: ნელი ქვარცხავას პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

– მეტრო მარჯანიშვილი, მიწისქვეშა სადგური, თბილისი 1966  (ილო ყავლაშვილი, ნელი ქვარცხავა, გივი მელქაძე, თემო მიქაშავიძე, მოქანდაკე: მერაბ ბერძენიშვილი)

„ცეკავშირის“ შენობა – კოოპერაციის სახლი თავისუფლების (ყოფილი ლენინის) მოედანი, თბილისი 1971 (გივი მელქაძე, ნელი ქვარცხავა)

– პოლიტექნიკური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი ზურაბ ჟვანიას (ყოფილი მშვიდობის) მოედანი, თბილისი 1975 (გივი მელქაძე, ნელი ქვარცხავა)

– საბავშვო ბაღი, წერეთლის გამზირი, თბილისი 1976 (გივი მელქაძე, ნელი ქვარცხავა)

– საბავშვო გამაჯანსაღებელი კომპლექსი, წყნეთი 1977 (ნელი ქვარცხავა, შალვა მელქაძე, ოთარ ხუხაშვილი)

– მეტრო სადგური „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია- განაშენიანების პროექტი, თბილისი 1988 (ნელი ქვარცხავა, შალვა მელქაძე, ოთარ ხუხაშვილი) განუხორციელებელი

გამოფენების გაფორმება

– საქართველოს პავილიონი, პლოვდივი 1973 (ნელი ქვარცხავა, რამაზ კიკნაძე, გივი მეტრეველი)

– საქართველოს პავილიონი, ლიონი 1974 (თეიმურაზ დიასამიძე, რამაზ კიკნაძე, ნელი ქვარცხავა)

– საქართველოს პავილიონი, ზაგრები 1977 (ნელი ქვარცხავა, ამირან ბურჭულაძე, თენგიზ სეფიაშვილი, გურამ ანდღულაძე)

– საქართველოს პავილიონი, ჰანოი 1978 (ნელი ქვარცხავა, ამირან ბურჭულაძე, თენგიზ სეფიაშვილი, გურამ ანდღულაძე)

– საქართველოს პავილიონი, თეირანი 1979 (ნელი ქვარცხავა, ამირან ბურჭულაძე, თენგიზ სეფიაშვილი, გურამ ანდღულაძე)

– საქართველოს პავილიონი, ვროცლავი 1987 (ნელი ქვარცხავა, ამირან ბურჭულაძე, გაგა კიკნაძე)

– საქართველოს პავილიონი, ბრატისლავა 1988 (ნელი ქვარცხავა, ამირან ბურჭულაძე, გაგა კიკნაძე)