ვლადიმერ ქურთიშვილი

* 28.05.1935 თბილისი, საქართველო 

 05.01.1996 იქვე

არქიტექტორი, ურბანისტი

ვლადიმერ (ვოვა) ქურთიშვილი დაიბადა 1935 წელს თბილისში. 1960 წელს მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (იმ დროს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი) არქიტექტურის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო „თბილქალაქპროექტის“ მეოთხე არქიტექტურულ სახელოსნოში. მოგვიანებით ქურთიშვილი ხემძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის მეექვსე არქიტექტურულ სახელოსნოს, ხოლო 1980-იანი წლების ბოლოს იყო „თბილქალაქპროექტის“ დირექტორი. 1975 წლიდან ასწავლიდა ტექნიკურ უნივერსიტეტში. ვლადიმერ ქურთიშვილი გარდაიცვალა თბილისში, 1996 წელს.

ვლადიმერ ქურთიშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1979). მას მიღებული აქვს ხალხთა მეგობრობის ორდენი და 1982 წელს საქართველოს კომკავშირის პრემია (ახალგაზრდობის მეგობრობის მემორიალი). ასევე სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1983) და საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1984). ქურთიშილი იყო მოსკოვის არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1992).

ინფო: ირინა ქურთიშილი

ფოტოები: ვლადიმერ ქურთიშვილის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

– ბარათაშვილის სახელობის ხიდი, თბილისი 1965 (შოთა ყავლაშილი, ვლადიმერ ქურთიშვილი. კონსტრუქტორი: გ. ქარცივაძე)

– საცურაო აუზების კომპლექსი რიყეზე, თბილისი 1965 (შოთა ყავლაშილი, რამაზ კიკნაძე, ლადიმერ ქურთიშვილი)

ავტოსადგური ორთაჭალაში, თბილისი 1970 (შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე, ვლადიმერ ქურთიშვილი. მხატვარი ზურაბ წერეთელი)

– სადეგუსტაციო დარბაზი „საჭაშნიკე“, თბილისი თბილისი 1970 (რამაზ კიკნაძე, თემო მიქაშავიძე და ვლადიმერ ქურთიშვილი)

– რესტორანი „მარაბდა“ ადგილი 1971 (რამაზ კიკნაძე, თემო მიქაშავიძე და ვლადიმერ ქურთიშვილი)

– ბაიკალ-ამურის მაგისტრალის სოფელი „ნია-გრუზინსკაია“, 1975 (ვლადიმერ ქურთიშვილი, ლეო ბოკერია, ვალერი ბახტაძე, ვოვა ცინცაძე)

მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტი, თბილისი 1980-იანი წლები (ვლადიმერ ქურთიშვილი, ზაზა ისაკაძე, ზაზა ფილიშვილი)

– ახალგაზრდობის მეგობრობის მემორიალი, 1981 (ვლადიმერ ქურთიშილი, ვალერი ბახტაძესთან, ლეო ბოკერია, ვოვა ცინცაძე)

– ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მხედრული დიდების მუზეუმი, წითელ ხიდთან 1981 (ვლადიმერ ქურთიშილი, ე. კვერნაძე)

– საქართველოს ეროვნული მუზეუმის საფონდო კორპუსი, თბილისი 1985 (ვლადიმერ ქურთიშვილი, ნუნუ სარალაშვილი)

– სასტუმრო შერატონ „მეტეხი-პალასი“, თბილისი 1991 (შოთა ყავლაშვილი, შ. გვანცელაძე, ი. ჩაკმან, ვლადიმერ ქურთიშვილი)

გამოფენები

გერმანელი არქიტექტორები თბილისში მე-19 საუკუნეში – German Architects in Tbilisi 19st century (კურატორები: ვლადიმერ ქურთიშვილი, ირინა ქურთიშვილი) საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 1993. გამოფენა მოგვიანებით ზაარბრუკენსა და შტუტგარდში იქნა ნაჩვენები.

ლიტერატურა/ბმულები

Verlag Müry Salzmann, Salzburg 2016 ISBN 978-3-99014-136-6

Irina Kurtishvili (Ed.) Hotel Orient / Haus der Künstler, Literatur Museum, Tbilisi 2014 ISBN: 978-99940-28-90-0

Nataša Bodrožić and Nini Palavandishvili (Ed.), Spaces. Cultural Public Sphere in Armenia, Georgia, Moldova and Ukraine. Verlag Bibliothek der Provinz, Weitra 2014 ISBN: 978-3-99028-425-4

Adolph Stiller (Ed.), Tbilisi/Architecture at The Intersection of Continents (27.04.2016)

Irina Kurtishvili. Georgian Modernism.