გერმანე ღუდუშაური

* 08.08.1939 დაბა ყაზბეგი, საქართველო

არქიტექტორი

გერმანე ღუდუშაური დაიბადა 1939 წელს დაბა ყაზბეგში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე განაგრძო. პროფესორ არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით ღუდუშაურმა 1963 წელს დაიცვა დიპლომი. პრეზენტაციას ესწრებოდა ლადო ალექსი-მესხიშვილი, რომელმაც ღუდუშაური აკადემიის დამთავრებისთანავე მიიწვია სამუშაოდ „თბილქალაქპროექტის“ მესამე არქიტექტურულ სახელოსნოში, სადაც მუშაობდა მრავალი წლის განმავლობაში.

ინფო: ნინი ფალავანდიშვილი

ძირითადი პროექტები

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბის შენობა, თბილისი, 1973 (ვლადიმერ ალექსი მესხიშვილი, გერმანე ღუდუშაური)

– დავით გურამიშვილისი ძეგლის პოსტამენტის და წარწერის ავტორი, თბილისი 1965 (ქანდაკება: მერაბ ბერძენიშვილი)

– მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი, სინოპი 1978  (ვლადიმერ ალექსი მესხიშვილი, გერმანე ღუდუშაური)

– ხელბურთის სათამაშო სპორტული დარბაზი, გლდანის პირველი მიკრო რაიონი, თბილისი 1978

– სტეფანწმიდის ალექსანდრე ყაზბეგის ისტორიული სამუზეუმო კომპლექსის ერთ-ერთი შენობა, წელი უცნობია