Ghudushauri, Rodames
* 12.03.1931 თბილისი, საქართველო
† 25.09.1998 იქვე
ინჟინერი
როდამეს შიოლაშვილი-ღუდუშაური სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1954 წელს ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით. 1955-1981 წლებში ის მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ კონსტრუქტორად, 1981-1987 წლებში – „ტურისტპროექტში“ მთავარ კონსტრუქტორად. 1987-1991 წლებში ის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპროექტო ბიუროს მთავარი კონსტრუქტორი, კითხულობდა ლექციებს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
როდამეს ღუდუშაურს მიღებული აქვს: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1974); საქართველოს სსრ სახმშენის საპატიო სიგელი თბილისის ცენტრალური ავტოსადგურის პროექტისთვის (1974); სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია საწყლოსნო-სპორტული კომპლექსის პროექტისთვის (1981).
ინფო: ლადო ღუდუშაური
ფოტოები: როდამეს ღუდუშაურის პირადი არქივი
ძირითადი პროექტები
– მონაწილეობდა სპორტის სასახლის პროექტირებაში, 1961. (არქიტექტორები: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე. კონსტრუქტორი: დავით ქაჯაია)
– ცენტრალური ავტოსადგური, თბილისი 1965-1970 (არქიტექტორები: შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე, ვლადიმერ ქურთიშვილი. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური. მხატვარი ზურაბ წერეთელი)
– ცხრასართულიანი ბლოკირებული საცხოვრებელი სახლების ტიპური პროექტების სერია, 1969 (არქიტექტორები: შოთა ყავლაშილი, სოლომონ კაციტაძე. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური.)
–„საქპურის“ საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისი 1970 (არქიტექტორები: შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური.)
– საცხოვრებელი სახლები ჩელუსკინელების ხიდთან, თბილისი 1973 (არქიტექტორები: შოთა ყავლაშვილი, მერაბ გუგუნავა. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური.)
– ცხრა ძმა ხერხეულიძის მემორიალი, მარაბდა 1976 (არქიტექტორები: შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური. მოქანდაკე: ლამარა ქველიძე)
– საწყლოსნო-სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერე“, თბილისი 1978 (არქიტექტორები: გურამ აბულაძე, რამაზ კიკნაძე, შოთა ყავლაშვილი. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური. მხატვარი: ნიკოლოზ იგნატოვი)
– „შრომითი რეზერვების“ სპორტული კომპლექსი, ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, 1980
– თბილისის ამიერკავკასიის ენერგოსისტემის გაერთიანებული სადისპეჩეროს ზონალური მმართველი გამოთვლითი ცენტრი, გაგარინის ქუჩა, თბილისი 1988 (არქიტექტორები: სოლომონ კაციტაძე, გიორგი ჯანბერიძე. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური.)