ალექსანდრე შიმკევიჩი

Szymkiewicz, Alexander

* 12.11.1858 სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი

 1907 თბილისი, საქართველო

არქიტექტორი

ალექსანდრე შიმკევიჩი დაიბადა 1858 წელს სანკტ-პეტერბურგში, სამოქალაქო საქმეთა ადვოკატის, პოლონური წარმოშობის თავადისა და კოვენის გუბერნიის ძველი საგვარეულოს წარმომადგენლის, პოლიკარპე შიმკევიჩისა და ემილია-ანა-მარია გურსკალინის ოჯახში. შიმკევიჩმა დაწყებითი განათლება პეტერბურგის კარლ მაის გერმანულ გიმნაზიაში მიიღო. 1879 წელს მან სწავლა გააგრძელა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, რომლის დამთავრებისთანავე მიიღო საქალაქო არქიტექტორის თანამდებობა და 1885 წელს გადავიდა საცხოვრებლად საქართველოში.

ალექსანდრე შიმკევიჩი 1885-1891 წლებში იყო თბილისის საქალაქო არქიტექტორი. 1897-1901 წლებში კარის მრჩეველი ალექსანდრე შიმკევიჩი არჩეულ იქნა თბილისის საქალაქო სათათბიროს დეპუტატად. ის ასევე იყო კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოების წევრი. 1905-1906 წლებში, ძირითადი სამუშაოს გარდა, ის ასწავლიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1910 წელს, სასწავლებლის წარჩინებული მოსწავლეებისათვის დაარსდა მისი სახელობის სტიპენდია.

ალექსანდრე შიმკევიჩი გარდაიცვალა 1907 წელს, დაკრძალულია თბილისის ლუთერანულ სასაფლაოზე. თბილისის შერიგების ლუთერანული ეკლესიის მახლობლად 2011 წლის 16 დეკემბერს დაიდგა მისი სიმბოლური საფლავის ქვა.

ინფო: ნინო კორძახია

ძირითადი პროექტები

– ე.წ. ”ისლამური სახლი”, პირველი გილდიის ვაჭრის ივანე როტინოვის მეუღლის, ეკატერინეს კერძო საცხოვრებელი სახლი; უზნაძის ქუჩა  №19, თბილისი 1885

– საცხოვრებელი სახლი, პეტრე დიდის ქ. №6. (ამჟამად ინგოროყვას ქუჩა), თბილისი 1886

– არქიტექტორის საკუთარი საცხოვრებელი სახლი, გუდოვიჩის ქუჩა (ამჟამად ჭონქაძის ქ. №8), თბილისი 1888

კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის კომპლექსი, (მუშტაიდის ბაღისა და დინამოს სტადიონის ტერიტორიები), თბილისი 1892

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, გ. ცაბაძის ქ. №6., თბილისი 1891

– სასამართლოს პალატისა და საოლქო სასამართლოს შენობა. ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლო; ძმ. ზუბალაშვილების ქ. №32., თბილისი 1896

– ხელმძღვანელობდა თბილისის სახაზინო თეატრის მშენებლობას (ამჟამად – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი), 1896 (არქიტექტორი ვიქტორ შრეტერი)

– გიმნაზია, ბათუმი 1897

– პირველი გილდიის ვაჭრის იაგორ თამამშევის კერძო საცხოვრებელი სახლი; იალბუზის ქ. №18., თბილისი 1901

– ანდრეოლეტის კერძო საცხოვრებელი სახლი; დავით აღმაშენებლის გამზ. №79., თბილისი 1901

– საარტისტო საზოგადოება, ამჟამად რუსთაველის სახელობის თეატრი. რუსთაველის გამზ. №17. თბილისი 1901 (ალექსანდრე შიმკევიჩი,  კორნელი ტატიშჩევი)

– ”ტფილისის პასაჟი” (არქიტექტორ მ. ნეპრინცევის დაშენება 1935 წ.); პუშკინის ქ.  №7. თბილისი 1902

– მუსიკალური სასწავლებელი, ამჟამად სახელმწიფო კონსერვატორია; გრიბოედოვის ქ. №8. თბილისი 1904

– პირველი გილდიის ვაჭრის გერასიმე ტუმაევის კერძო საცხოვრებელი სახლი, ამჟამად გერმანიის საელჩო საქართველში; დავით აღმაშენებლის გამზ. №166., თბილისი 1904

– ფუნიკულიორის ქვედა სადგური, თბილისი 1905. (დანგრეულია 1960-იანი წლების დასაწყისში. არაზუსტი რეპლიკა აშენებულია 2012 წელს)

სხვა ნამუშევრები

ავეჯის დიზაინი აბრეშუმის მუზეუმისა და ბიბლიოთეკისათვის

ლიტერატურა/ბმულები

მაია მანია, ევროპელი არქიტექტორები თბილისში. თბილისი 2006. ISBN 99940-67-02-8

ალექსანდრე შიმკევიჩი და თბილისი // ისტორიული მემკვიდრეობა: სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. თბილისი 2011, N4(17). – გვ.35-36.

მაია მანია, აბრეშუმის მუზეუმი. (24.09.2020)

Janusz Opaska, DZIAàALNO􏰀û POLSKICH ARCHITEKTÓW W TBILISI W XIX I POCZ􏰁TKACH XX WIEKU. (24.09.2020)