გიორგი ჩახავა

* 14.05.1923 თბილისი, საქართველო

 25.08.2007 იქვე 

არქიტექტორი

გიორგი (გოგი) ჩახავა დაიბადა თბილისში 1923 წელს. 1941 წლიდან იყო როსტოვის სამხედრო მფრინავთა სკოლის სტუდენტი და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის განყოფილება. 1949 წელს დაიწყო მუშაობა უმცროს არქიტექტორად „თბილქალაქპროეტში“. 1951 წლიდან მუშაობდა „სოიუზდორპროექტის“ თბილისის კანტორაში უფროს არქიტექტორად, ბრიგადის ხელმძღვანელად, მთავარ სპეციალისტად, სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობათა განყოფილების უფროსად, 1966-1968 წლებში „გუშოსდორის“ მთავარ არქიტექტორად, 1968-1981 წლებში საქართველოს სსრ გზების მშენებლობის მინისტრის მოადგილედ, 1981-1989 წლებში საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს მთავარ არქიტექტორად. 1992 წელს დაარსა საკუთარი არქიტექტურული სახელოსნო. ამავე წლიდან იყო საქართველოს მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. 2005 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალიზებული საბჭოს წევრი. გიორგი ჩახავა გარდაიცვალა 2007 წლის 25 აგვისტოს თბილისში.

გიორგი ჩახავა იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი (1983), აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურული აკადემიის საპატიო წევრი (1992), საბჭოთა კავშირისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირების საპატიო ჯილდოების ლაურეატი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი.

ფოტოები: გიორგი ჩახავას პირადი არქივი, ეროვნული ბიბლიოთეკა

ძირითადი პროექტები

– 80-ბინიანი საცხოვრებელი სახლი. კოსტავას 76., თბილისი 1955

– ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ქურდიანის 16., თბილისი 1955

– საკავშირო საგზაო საპროექტოს „სოიუზდორპროექტის“ შენობა. სააკაძის მოედანი, თბილისი 1956. (ალექსანდრე ვალაბუევი, გიორგი ჩახავა)

– აღმოსავლეთის ავტოსადგური, ბიშკეკი, ყირგიზეთი 1956

– ავტოსადგური „სამარყანდი“, ტაშკენტი, უზბეკეთი 1964 (გიორგი ჩახავა, ირაკლი მასხარაშვილი, დოდო სეხნიაშვილი)

– წინასწარ დამზადებული ბლოკ-ოთახებით აწყობილი ოთხსართულიანი მრავალბინიანი სახლი, საბურთალოს მიკრორაიონი, თბილისი 1959

– სალანგის გვირაბის პორტალები და ავღანეთის მეფე ზაჰირ შაჰისთვის საზაფხულო სანადირო სახლი, გაჩერებები, გადასახედები, პავილიონები, წყაროები და სხვ. ჰინდუკუშის მთები, ავღანეთი. 1963-1964 (გიორგი ჩახავა, ირაკლი მასხარაშვილი, ოთარ ნახუცრიშვილი, დოდო სეხნიაშვილი და სხვები)

– ავტოსადგური, ალუშტა, ყირიმი, უკრაინა 1960-1965 (გიორგი ჩახავა, ლ. გუდიაშვილი. ინჟინერი: ნიკოლოზ ლინევიჩი)

ავტოსადგური იალტა, ყირიმი, უკრაინა 1964 (გიორგი ჩახავა, ოთარ ნახუცრიშვილი, ზურაბ ჯალაღანია, დოდო სეხნიაშვილი. ინჟინერი ნიკოლოზ ლინევიჩი)

კოლხური ჭდობა, „სამშენებლო ელემენტი“ – სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები – ავტობუსის გაჩერებები და სხვ. 1968-1980

საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა, თბილისი 1969-1975 (გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია. კონსტრუქტორები: თეიმურაზ თხილავა, ალექსანდრ კიმბერგი)

ნაჭუჭისებრი კონსტრუქციის ბიომორფული პავილიონები, აფხაზეთი,საქართველო, 1972-1985 (გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია. მხატვრები: ნოდარ მალაზონია, ზურაბ ლეჟავა, ზურაბ კაპანაძე)

კაფე „ფანტაზია“, ბათუმი, აჭარა 1980 (გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია. მხატვარი: ზურაბ კაპანაძე), 

პანორამული გადასახედი „დიორამა“, გუდაური, საქართველოს სამხედრო გზა, 1983 (გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია. მხატვრები: ნოდარ მალაზონია, ზურაბ კაპანაძე, ზურაბ ლეჟავა)

პუბლიკაციები

– Чахава Г., Опытные жилые дома из блок-комнат в Грузии / Г. Чахава // Жилищное строительство. – 1961. – № 8. – С. 9–12 : ил.

– Чахава, Г. , Опыт проектирования и строительства зданий из блок-комнат в Тбилиси, Жилые дома из объемных элементов, Госстройиздат, 1961

– Чахава Г. Дома на башенных основах / Г. Чахава // Архитектура СССР. – 1974. – № 12. – С. 60 : ил.

– Чахава, Г.В. Универсальные строительные элементы, применяемые в министерстве автомобильных дорог Грузинской ССР. Техническая Информация. Строительство и архитектура. Госстрой ГССР. 1975 г. N°16

– გიორგი ჩახავა. რელიეფის შესაძლებლობანი. გაზ. ლიტერატურული საქართველო, N 32. 10.08.1979

– Чахава Георгий. “Чем сложнее рельеф…”Декоративное Искусство СССР. #10 (359), Москва: Советский художник, 1987

– Рельеф Грузии и его возмоности, Г. Чахава, заслуженный архитектор Грузии Архитектура СССР, 1975.10

ლიტერატურა/ბმულები

ვახტანგ დავითაია, წერილი „როცა დუმილი საქმეს ვნებს“, 09.1979, წიგნიდან „არქტიტექტურა, ოცნება და სინამდვილე“, ტ.1, თბილისი 2010.

Чичуа, Тинатин. Интервю: Г. Чахава. // Творческая лаборатория, Архитектура CCCP. – 1986. – no. 3, C. 54-67.

Novikov, Felix. Behind the Iron Curtain. Confession of Soviet Architect. Dom Publishers, Berlin. 2016.