ნელი ციციშვილი

Tsitsishvili, Neli

* 11.09.1910 ხვედურეთი, ქარელი

† 21.12.1973 თბილისი

არქიტექტორი, დენდროლოგი, ლანდშაფტის არქიტექტორი

ნელი ციციშვილი სწავლობდა 1926-1930 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და 1930-1931 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  არქიტექტურის ფაკულტეტებზე. მოგვიანებით, 1960 წელს მან დაამთავრა სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტი სოხუმში. მუშაობა დაიწყო 1928 წელს თბილისის აღმასკომის გამწვანების ტრესტში. 1953-1973 წლებში მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“, 1973 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი  პროექტის მთავარ არქიტექტორად „საქსოფლმშენსახპროექტში“.

ნელი ციციშვილი იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, 1948 წლიდან არქიტექტორთა კავშირის წევრი, გამწვანების სექციის ხელმძღვანელი და გამგეობის წევრი. მიღებული აქვს საკავშირო სახალხო მეურნეობის გამოფენის ვერცხლის მედალი.

ფოტოები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ჟურნალი „საქართველოს ქალი“, etaloni.ge

ძირითადი პროექტები

– ვერეს პარკი (ყოფილი კიროვის პარკი), თბილისი. გამწვანების პროექტი 1932-1933

– მძიმე მრეწველობის სანატორიუმი, ქ. სოჭი, რუსეთი. გამწვანების პროექტი 1935-1937

– ექსპერიმენტული საჩვენებელი გამწვანების პროექტი, დაბა კოლხეთი 1937

– საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის პარკის რეკონსტრუქცია, თბილისი 1937

– მტკვრის სანაპიროს მეორე რიგი, თბილისი. გამწვანების პროექტი 1938-1939

– მთაწმინდის პლატო, თბილისი. მშენებლობის მეორე რიგი, გამწვანების პროექტი 1938-1939

– ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანება, თბილისი. 1938-1940

– ლითოფონის ქარხნის ტერიტორიის გამწვანება, ქუთაისი. 1939-1940

– საკავშირო ცენტრალური პროფსაბჭოების სანატორიუმის ტერიტორიის გამწვანება, წყალტუბო 1938-1940

– ავლაბრის (ყოფილი 26 კომისრის სახელობის) კულტურისა და დასვენების პარკის გამწვანების პროექტი, თბილისი 1945-1948 (ნელი ციციშვილი, ქუჩუ დგებუაძე)

ვაკის პარკი, თბილისი 1945-1981 (არქ. ქუჩუ დგებუაძე, დენდროლოგიური პროექტი: ნელი ციციშვილი)

– თბილისის ზოოპარკის გამწვანების პროექტი, 1952-1954

– კურორტ წყნეთის ტყე-პარკის დენდროლოგიური პროექტი, 1959-1960

– საქართველოს ექსპოზიციის სტენდი საკავშირო გამოფენაზე (ნელი ციციშვილი, გულიკო ქარუმიძე, მანანა კობერიძე, ნოდარ ჯობაძე) 1963

ლიტერატურა/ბმულები

ციციშვილი, ეთერ. ნელი ციციშვილი. საქართველოს სიყვარულით… თბილისი 2006. გვ.303-307.

ჟურნალი „საქართველოს ქალი“, 1965, 12.