ზურაბ ჯალაღანია

Jalagania, Zurab

* 07.01.1939, თბილისი, საქართველო

არქიტექტორი

ზურაბ ჯალაღანია 1957-1963 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1962 წელს, მუშაობა დაიწყო გიორგი ჩახავასთანსოიუზდორპროექტის“ თბილისის კანტორის სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობების განყოფილებაში, სადაც თავისი პროფესიული კარიერის ბოლომდე მუშაობდა. 

ზურაბ ჯალაღანია არის საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (2022) და საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი გზების მშენებლობის სამინისტროს ადმინისტრიაციული შენობისთვის (1983).

ფოტოები: ზურაბ ჯალაღანიას პირადი არქივი, ლევან კალანდარიშვილი

ძირითადი პროექტები

იალტის ავტოსადგური, ყირიმი, უკრაინა 1964 (გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია, ოთარ ნახუცრიშვილი, დოდო სეხნიაშვილი. ინჟინერი: ნიკოლაი ლინევიჩი)

გზების მშენებლობის სამინისტრო, თბილისი 1975 (გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია. კონსტრუქტორები: თეიმურაზ თხილავა, ალექსანდრ კიმბერგი) 

ავტოპავილიონებისა და სხვა ნაგებობების პროექტები საქართველოს გზების გასწვრივ  (გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია) კაფე „ფანტაზია“ ბათუმი, აჭარა 1980, „დიორამა“, გუდაური, საქართველოს სამხედრო გზა 1983 და სხვა 1972-1985