ვიქტორ ჯორბენაძე

Jorbenadze, Victor

* 28.07.1925 ხარკოვი, უკრაინა

 02.09.1999 თბილისი, საქართველო

არქიტექტორი

ვიქტორ (ბუცა) ჯორბენაძე 1929 წელს დედასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ხარკოვიდან (უკრაინა) სამტრედიაში, სადაც 1940 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1940-1946 წლებში სწავლობდა საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა სამტრედიაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ორგანიზაციებში, ხოლო 1952–1956 წლებში მოსკოვის „გიპროგორში“ მიხაილ პარუსნიკოვის არქიტექტურულ სახელოსნოში.

1957 წელს საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, სადაც თავდაპირველად მუშაობდა კალინინის რაიონის (ახლა – მთაწმინდის) მთავარ არქიტექტორად, შემდეგ კი „თბილქალაქაღმასკომის“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროში. 1959 წელს მან მუშაობა დაიწყო „თბილქალაქპროექტში“, ხოლო 1980 წლიდან იყო დამოუკიდებელი არქიტექტორი. ჯორბენაძემ სამეცნიერო კვლევა მიუძღვნა მცხეთის ჯვრის, სვეტიცხოვლისა და ბებრისციხის ძეგლებს. ვიქტორ ჯორბენაძის გარდაცვალების შემდეგ, მისი სურვილით, მის სახლში, დღევანდელ ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩაზე დაარსდა „ქალაქური ინტერიერის მუზეუმი“.

ვიქტორ ჯორბენაძე იყო საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორი.

ინფო: დავით ბოსტანაშვილი
ფოტოები: ვიქტორ ჯორბენაძის პირადი არქივი, ქეთევან კობახიძის პირადი არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ნინო ჩაჩხიანის არქივი, ირაკლი კოვზანაძის არქივი

ძირითადი პროექტები

– საგამოფენო პავილიონი და ორანჟერეა, იალტა 1952 

– საერთო საცხოვრებელი, იალტა 1953 

– მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი, სოჭი 1953 

– ალმეტევსკას (ტატარსტანის ასსრ) გენერალური გეგმა და ცენტრის დეტალური დაგეგმარების პროექტი, 1954 

– ადმინისტრაციული შენობა, სმოლენსკი 1955

– საცხოვრებელი სახლი, თბილისი 1958 

– პიონერთა სახლი მეგობრობის პარკში, თბილისი 1962 

– აგარაკი წყნეთში, 1962 

– შრომითი რეზერვების მხატვრული აღზრდის სახლი, თბილისი 1962 

– მემორიალური კომპლექსი კუკიის სასაფლაოზე, თბილისი 1963 

– მემორიალური კომპლექსი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, თბილისი 1963 

– სასტუმრო „რაჭა“, ონი, წელი უცნობია 

– სასაფლაო კომპლექსი და საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი მუხათგვერდში, თბილისი 1974

– ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ყვარელი 1979 (ვიქტორ ჯორბენაძე, ქეთევან კობახიძე)

– რიტუალების სასახლე, თბილისი 1984 (ვიტქორ ჯირბენაძე, ვაჟა ორბელაძე)

– პროფკავშირების საერთო საცხოვრებელი, თბილისი 1986

– წმინდა სამების საკათედრო ტაძრი, თბილისი 1989 (ვიქტორ ჯორბენაძე, შოთა ყავლაშვილი) საკონკურსო პროექტი,

პუბლიკაციები

– ვიქტორ ჯორბენაძე, „საქართველოს პირველი სატახტო ქალაქის – მცხეთის ანსამბლის არქიტექტურილი მასშტაბი“. საბჭოთა ხელოვნება N9, თბილისი 1958

ლიტერატურა/ბმულები

შოთა ბოსტანაშვილი, „თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლე“, საბჭოთა ხელოვნება N8, 1985

ვლადიმერ ვარდოსანიძე, „ერთი საზოგადოებრივი ნაგებობის შესახებ“. ლიტერატურული საქართველო, 19.07.1987

ვახტანგ დავითაია, „ერთი საზოგადოებრივი ნაგებობის შესახებ, საპასუხო წერილი“.  ლიტერატურული საქართველო N9, 1987

„Zu Gast bei sowjetischen Kollegen“. Der Architekt 11, 1987

შოთა ბოსტანაშვილი, „დიდ ნათელში გადასახედი“, ლიტერატურული საქართველო, 10.09.1999

დავით ბოსტანაშილი, „მნიშვნელობის ტვირთი“, სემიოტიკა N7, 2010

შოთა ბოსტანაშვილი, დავით ბოსტანაშვილი. ბუცა. ხუროთმოძღვარი ვიქტორ ჯორბენაძე. თბილისი 2013.

Gross, Rolf: In Memory of Victor Djorbenadze. A visit to his Wedding Cathedral (30.09.2020)

ვიდეო

ნოდარ ჯანელიძე, ვიდეოინტერვიუ ვიქტორ ჯორბენაძესთან, 1998

დოკუმენტური ფილმი „ბუცა“, რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშილი, 2000