თამაზ თევზაძე

Tevzadze, Tamaz

* 01.04.1928 თბილისი, საქართველო

† 20.11.2020 იქვე

არქიტექტორი

1945 წელს თამაზ თევზაძემ სწავლა დაიწყო საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, მესამე კურსის შემდეგ გადავიდა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში. 1952 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, დაიწყო მუშაობა მოსკოვში საპროექტო ინსტიტუტ „მეტროგიპროტრანსში“ არქიტექტორად. 1953 წელს ის დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა განაგრძო „თბილქალაქპროექტში“ უფროსი არქიტექტორის, შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელის და პროექტის მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე. 1964-1971 წლებში თევზაძე მუშაობდა „თბილზნიიეპში“ საზოგადოებრივ ნაგებობათაა ტიპოლოგიის განყოფილების მთავარ არქიტექტორად. 1971 წლიდან ის გადავიდა მთავარ არქიტექტურულ-გეგმარებით სამმართველოში უფროსის მოადგილედ, ხოლო 1974 წლიდან დაინიშნა სამმართველოს უფროსად. 1974-1978 წლებში თამაზ თევზაძე იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი. ამავე პერიოდში ის იყო საქართველოს სახმშენსა და მთავარ არქიტექტორთან არსებული ქალაქგეგმარებითი საბჭოს წევრი.

თამაზ თევზაძე იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი; 1978-1987 წლებში „თბილქალაქპროექტის“ დირექტორი; 1987-1998 ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და მთავარი არქიტექტორი.

1967-1973 წლებში თევზაძე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და სამხატვრო აკადემიაში. ის არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი თანამედროვე საბჭოთა არქიტექტურის შესახებ.

თამაზ თევზაძე იყო არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემიის პროფესორი (1997) და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998).

ძირითადი პროექტები

– სასტუმრო “კოლხეთი”, თბილისი 1962 (ნოდარ ჯობაძე, თამაზ თევზაძე)

მეტროს სადგური “300 არაგველი”, თბილისი 1966  (თამაზე თევზაძე, გიგა ბათიაშვილი). მოქანდაკე: თეიმურაზ (თენგიზ) გიგაური

– მეტროს სადგური  – “ნაძალადევი”, (ყოფილი “ოქტომბერი”), თბილისი, 1967 (თამაზ თევზაძე, რამაზ კიკნაძე. პანო “თბილისი” – რამაზ კიკნაძე, პანო -“ოქტომბერი” –  კოკა იგნატოვი)

– კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი, თბილისი, 1979

– ალექსანდრეს ბაღის (იგივე “კომუნარების ბაღი”) ქვედა ნაწილის  (გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღი) რეკონსტრუქცია, თბილისი, 1981 (თამაზ თევზაძე, დ. სულთანიშვილი, გ. ჯაფარიძე, მოქანდაკე:  გიორგი შხვაცაბაია)

საქალაქო აეროსადგური, თბილისი 1984 (დავით მორბედაძე, თამაზ თევზაძე, თეიმურაზ კანდელაკი) განუხორციელებელი

პუბლიკაციები

ინტერვიუ თამაზ თევზაძესთან. როდის მიიღებს კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი დასრულებულ სახეს. გაზ. “ახალი თაობა”, თბილისი, 2005.02.15.

თევზაძე, თამაზ. ქალაქს პროფესიონალი არქიტექტორი სჭირდება სჭირდება! გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, თბილისი, 2005.02.12.

თევზაძე, თამაზ. ეპიზოდებით აკინძული ცხოვრება თბილისი, 2021.