ოთარ კალანდარიშვილი

Kalandarishvili, Otar

* 16.07.1925 თბილისი, საქართველო

 18.09.2003 იქვე

არქიტექტორი

ოთარ (ტონი) კალანდარიშვილმა 1943 წელს დაიწყო სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, რომელიც 1950 წელს დაამთავრა – სადიპლომო ნამუშევარი „დრამატული თეატრი თბილისში“ (ხელმძღვანელი მიხეილ ჩხიკვაძე). 1949 წელს გაიარა საწარმოო პრაქტიკა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ „აკადემპროექტის“ ლენინგრადის განყოფილებაში. 1951 წელს დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“, არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად, მეშვიდე არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1955-1977 წლებში ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე.

ოთარ კალანდარიშილი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967) საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი (1960) და კავშირში მიმღები კომისიის წევრი, ასევე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1972) და ღირსების ორდენი (1998). მიღებული აქვს I პრემია სავაჭრო კიოსკების პროექტებისთვის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული არქიტექტურულ საქმეთა სამმართველოს კონკურსში (1948).

ინფო: ლევან კალანდარიშვილი
ფოტოები: ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა, დავით მორბედაძის პირადი არქივი, ვლადიმერ ქურთიშვილის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

– პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ბაღის ჭედური ღობე, თბილის 1952 (ოთარ კალანდარიშვილი, დავით მორბედაძე

– ინდივიდუალური სააგარაკო სახლები დაბა წყნეთში, 1953

– თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „რუსთაველის მოედანი“, ზედა პავილიონი 1965 (მოქანდაკე: გიორგი ოჩიაური)

– რუსთაველის მოედნის რეკონსტრუქცია. თბილისი 1965 (ოთარ კალანდარიშვილი, გაიოზ ფოცხიშვილი, ვ. თუთბერიძე)

– სასტუმრო „ივერია“ (ამჟამად “რედისონ-ივერია”) თბილისი 1967 (ოთარ კალანდარიშვილი, ია ცხომელიძე)

– შალვა ნუცუბიძის ქუჩის ფერდობების განაშენიანება თბილისში – საცხოვრებელი კომპლექსი „შატილი“ 1972–1984 (ოთარ კალანდარიშვილი, გაიოზ ფოცხიშვილი)

– დიდების მემორიალი ქუთაისში, 1978-1982 (მოქანდაკე: მერაბ ბერძენიშვილი)

– რესპუბლიკის მოედანი და სამსართულიანი სავაჭრო-საზოგადოებრივი ცენტრი თბილისში 1982 (ოთარ კალანდარიშვილი, გაიოზ ფოცხიშვილი)

– საქართველოს კულტურული ცენტრი, იერუსალიმი 1997 (ოთარ კალანდარიშვილი, დავით მორბედაძე, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი)

– დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში 1998 (მოქანდაკე: მერაბ ბერძენიშვილი)

– მონათმფლობელობის და ნავიგაციის მუზეუმი დაკარში, სენეგალი წელი უცნობია (ოთარ კალანდარიშვილი, დავით მორბედაძე) განუხორციელებელი

– მხატვრების შემოქმედებითი სახელოსნოები ნუცუბიძის ქუჩაზე, თბილისი წელი უცნობია

პუბლიკაციები

– კალანდარიშვილი, ოთარ, „დედამოედანი სახეს იცვლის“, ჩაიწერა ლელა დონაძემ. საქართველოს რესპუბლიკა. „თბილისი“, 1997. 16 მარტი. N61 (2434). 4 გვ.

– კალანდარიშვილი, ოთარ, „….და შემობრძანდა თბილისში დავით!“ ჩაიწერა ელგუჯა ლებანიძემ. „საქართველოს რესპუბლიკა“. თბილისი, 1997. 25 მაისი,  N119 (2492). 4 გვ.

ლიტერატურა/ბმულები

დემეტრაშვილი, ოთარ: ხუროთმოძღვარი (ინტერვიუ არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილთან ჩატარებული სამუშაოებისა და ქართული არქიტექტურის ხვალინდელ დღეზე), „დროშა“, 1983 N4, გვ.9.

გაბადაძე, ს. დავითაია, მ.: ახალი მშენებლობები რუსთაველის გამზირზე და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საკითხი. მშენებლობა = Building : სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მშენებლობის პროექტირების და ექსპერტიზის ცენტრი. თბილისი, 2014. 1512-3936 N1(32), გვ.128-132.

ნათიძე, თამაზ: სულიერი ცენტრი (თბილისის მხატვრის სახლში არქიტექტორების დავით და კონსტანტინე მორბედაძეების, ოთარ კალანდარიშვილისა და გიზო ფოცხიშვილის, ავთანდილ ჩხაიძისა და გიზო გელდიაშვილის წმინდა სამების ტაძრის საკონკურსო პროექტების გამოფენის შესახებ). კომუნისტი, თბილისი, 1990. 31 მარტი, გვ.4. 

გოლოვინი, ვ.: არ დავშორდე მშობლიურ ქალაქს (არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის შესახებ). „თბილისი“, 1985. 8 თებერვალი.

შევარდნაძე, ედუარდ: ოთარ კალანდარიშვილის მარადიული ძეგლი. საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2003. 24 სექტემბერი, N255 (4634), 2 გვ.

თოფურიძე, ლ.: დავით თქვა… : დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში აღიმართება. “თბილისი”, 1988. 17 აგვისტო. გვ. ბერძენიშვილი, მერაბ, კალანდარიშვილი, ოთარ (არქიტექტორი), ნეკროლოგი, „საქართველოსრესპუბლიკა“. თბილისი, 2003. 23 სექტემბერი, N254 8 გვ.

კვირკველია, თენგიზ  (რუს. ენაზე), საბჭოთა საქართველო, თბილისი 1982. გვ. 81, 102-103, 163.

კინწურაშვილი, სიმონ: ყრილობიდან ყრილობამდე, „ხელოვნება“, 1974. ტაბ. 108.

ნათიძე, თამაზ: ღირსეულთა პორტრეტები, უცხოური ესკიზები, არქიტექტურული წიაღსვლები. თბილისი 2015. გვ. 122-135. 

ნახუცრიშვილი, კიაზო: არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი, მეცნიერება, თბილისი 1999.

ჯანბერიძე, ნოდარ: ეპოქისა და ქალაქის შესატყვისი (დღევანდელობა, არქიტექტურა და მშენებლობა), „კომუნისტი“, 1965, 4.08. №182.

ჯანბერიძე, ნოდარ: სასტუმრო ივერია, „ლიტერატურული საქართველო“ 1967, №44-45.

ჯანბერიძე, ნოდარ, ქართული საბჭოთა არქიტექტურა-განვითარების გზა, 1971, გვ. 263-264, 388-390, 443-449. ტაბ. 88, 103-105.

Н. Воронов: Национальное искусство в современной архитектуре, ДИ 2-1970.