Kiazo Nakhutsrishvili
* 12.05.1926, სოფელი ხაშმი, საგარეჯო
† 12.10.2011, თბილისი
არქიტექტორი
კიაზო ნახუცრიშვილმა 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და იმავე წელს მუშაობა დაიწყო „თბილქალაქპროექტში“. 1961-64 წლებში მან გაიარა სემინარები ქალაქგეგმარებისა და სატრანსპორტო კვანძების დაგეგმარების საკითხებში ჰელსინკიში, ვარშავასა და მოსკოვში. 1963 წელს გადავიდა „თბილქალაქპროექტის“ III არქიტექტურულ სახელოსნოში, რომელსაც ლადო ალექსი-მესხიშვილი ხელმძღვანელობდა.
კიაზო ნახუცრიშვილი 1979 წლიდან ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კომპოზიციის საფუძვლებს, გეგმარებას და პერსპექტივას, ხოლო 1998 წლიდან იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს თეორიული ნაშრომები და სასწავლო სახელმძღვანელო.
კიაზო ნახუცრიშვილი იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი 1955 წლიდან. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია (1988) ვაკის პარკში დიდების მემორიალისათვის და ღირსების ორდენი (1999) ქართული არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ასევე შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. 2000 წელს ის აირჩიეს საქართველოს ჰუმანიტარულ-სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად; 2003 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება.
ინფო: დავით ნახუცრიშვილი
ფოტოები: კიაზო ნახუცრიშვილის პირადი არქივი
ძირითადი პროექტები
– კინოთეატრი გაზაფხული, თბილისი 1961 (კიაზო ნახუცრიშვილი, ნოდარ შოშიტაიშვილი)
– სამხატვრო გალერეა, თბილისი 1960-63 (ვლადიმერ ალექსი მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი) განუხორციელებული
– ბავშვთა პოლიკლინიკა N9, თბილისი 1965
– საზაფხულო კინოთეატრი, ნაძალადევის პარკი, თბილისი 1966
– 150 ბინიანი საცხოვრებელი სახლი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი 1971
– ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეკონსტრუქცია, ხილიანის ქუჩა, თბილისი 1973
– პავილიონი და საცალფეხო ხიდი, წყალტუბო 1974
– აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლი, ლეონიძის (ყოფილი კიროვის ქუჩა), თბილისი 1974 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი, ქეთევან კობახიძე. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)
– საცალფეხო ხიდი მდინარე ბორჯომელაზე და პავილიონი ბორჯომში, ბორჯომი 1975
– სანატორიუმი, სურამი 1976
– საქართველოს მინისტრთა საბჭოს ავტობაზა, თბილისი 1970 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი, გიორგი ქურდიანი. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)
– სპორტული კომპლექსი, ცოტნე დადიანის გამზირი, თბილისი 1977
– გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია, თბილისი 1978
– მე-5 სამშობიარო სახლი თემქაზე, თბილისი 1978
– დიდების მემორიალი და კასკადი ვაკის (ყოფილი გამარჯვების) პარკში, თბილისი 1970 (ვლადიმერ ალექსი მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი, ოთარ ლითანიშვილი, კონსტრუქტორი: გურამ მებუკე. მოქანდაკე: გიორგი ოჩიაური. მხატვარი: ზურაბ წერეთელი)
– საცხოვრებელი კვარტლები ყაზბეგის გამზირზი (ყოფილი პავლოვის) და რიონის ქუჩებზე, თბილისი 1971-74
– „მსხვილბლოკიანი სახლები“, საცხოვრებელი კვარტლები იპოდრომთან, თბილისი 1979
– ბავშვთა მრავალპროფილიანი საავადმყოფო, დიღომი, თბილისი 1979
– სანატორიუმის რეკონსტრუქცია, კეჩხობი 1980
– მინისტრთა საბჭოს პანსიონატი, წყნეთი 1979
– საცხოვრებელი კვარტალი, ზემო ვერა, თბილისი 1982
– სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგური, თბილისი 1982 (კიაზო ნახუცრიშვილი, ვადი ჟიდკოვსკი)
– ჰიდროენერგომშენის საცხოვრებელი სახლი, ფალიაშვილის ქუჩა, თბილისი 1981
– ზოოპარკის შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, თბილისი 1982
– პოლიკლინიკა, მუხიანი, თბილისი 1982
– პოლიკლინიკა, დიდი დიღომი, თბილისი 1984
– მე-8 საავადმყოფოს ახალი კორპუსი, სანზონა, თბილისი 1983
– პოლიკლინიკა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი 1983
– დასასვენებელი ზონა, ტაშკენტი, უზბეკეთი 1986
– საცხოვრებელი სახლი სპირიდონ კედიას (ყოფილი კახოვკის) ქუჩაზე, თბილისი 1987
– სასამართლო ექსპერტიზის ცენტრალური რესპუბლიკური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიული კორპუსი, დიდი დიღომი, თბილისი 1985 (კიაზო ნახუცრიშვილი, ი. ცხომელიძე, ლ. თეთრაშვილი, ნ. მხეიძე)
– საცხოვრებელი სახლი, ქავთარაძის ქუჩა, თბილისი 2001
– კვარტლის გენგეგმა შიო მღვიმელისა და ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩებს შორის, თბილისი 2007
ძეგლების არქიტექტურა
– ივანე ჯავახიშვილის ძეგლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღი, თბილისი 1953 (მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი)
– ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი, ბორჯომი 1964 (მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი)
– პეტრე ჩაიკოვსკის ძეგლი, ბორჯომი 1967 (მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი)
– იაკობ ნიკოლაძის ძეგლი, ქუთაისი 1965 (მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი)
– შალვა დადიანის ძეგლი, მთაწმინდის პანთეონი, თბილისი 1995 (მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი)
– ილია ჭავჭავაძის მონუმენტი, ყვარელი 1972 (მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი)
– შინმოუსვლელთა მონუმენტი კარსი, უზბეკეთი, 1984 (მოქანდაკეები თენგიზ ღვინიაშვილი, ირაკლი ფხალაძე)
– მირზა ფათალი ახუნდოვის ძეგლი, თბილისი 1986 წელი (მოქანდაკე კონსტანტინე მერაბიშვილი)
– ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი, გორი 1973 (მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი)
– უჩა ჯაფარიძის ძეგლი, საბურთალოს პანთეონი, თბილისი 1995
– მიხეილ ჩახავას ძეგლი, დიდუბის პანთეონი, თბილისი 1995
– იაკობ ნიკოლაძის ძეგლი, ნიკოლაძის ქუჩა, თბილისი 2000 (მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი)
– გიორგი ლეონიძის ძეგლი, 9 აპრილის (ყოფილი ალექსანდრეს) პარკი, თბილისი 2000 (მოქანდაკეები თენგიზ და დავით ღვინიაშვილები)
– ელენე ახვლედიანის ძეგლი ეროვნული გალერიის წინ, თბილისი 2002 (მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი)
პუბლიკაციები
– კიაზო ნახუცრიშვილი. არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი, თბილისი, გამომცემლობა მეცნიერება, 1999.
ლიტერატურა/ბმულები
პავლე თუმანიშვილი. არქიტექტორი კიაზო ნახუცრიშვილი, თბილისი, არქიტექტორთა კავშირის და თბილქალაქპროექტის გამომცემლობა, 2006-08.