Sekhniashvili, Dodo
* 07.04.1927 თბილისი, საქართველო
† 27.06.2013 იქვე
არქიტექტორი
დარინა (დოდო) სეხნიაშვილი 1945-1951 წლებში სწავლობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1956 წლიდან პროფესიული კარიერის დასრულებამდე მუშაობდა „სოიუზდორპროექტის“ თბილისის ფილიალის (შემდეგ „სსი თბილგიპროავტოდორტრანსის“) სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობათა განყოფილებაში არქიტექტორად, ბრიგადის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად, პროექტის მთავარ არქიტექტორად.
დოდო სეხნიაშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1981), მიღებული აქვს ქალაქ იალტის (ყირიმი, უკრაინა) საპატიო სიგელი იალტის ავტოსადგურის პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის.
ფოტოები: დოდო სეხნიაშვილის პირადი არქივი
ძირითადი პროექტები
– „გლავდორსტროის“ კურსების შენობა, ნოვოჩერკასსკი, რუსეთი 1959
– ინტურისტის ავტოპროფილაქტიკა, სოფელი მაჭარა, საქართველო 1961
– საავტომობილო ტრასის კეთილმოწყობა და გაფორმება, ნოვოსიბირსკ-აკადემქალაქი, რუსეთი 1962 (გიორგი ჩახავა, დოდო სეხნიაშვილი და სხვ.)
– პიონერთა ბანაკი, ანაპა, კრასნოდარის მხარე, რუსეთი 1963
– გზების არქიტექტურული გაფორმება, გაჩერებები, გადასახედები, პავილიონები, წყაროები და სხვ. ჰინდუკუშის მთები, ავღანეთი 1963-1964 (გიორგი ჩახავა, ირაკლი მასხარაშვილი, ოთარ ნახუცრიშვილი, დოდო სეხნიაშვილი და სხვები)
– ავტოსადგური „სამარყანდი“, ტაშკენტი, უზბეკეთი 1964 (გიორგი ჩახავა, ირაკლი მასხარაშვილი, დოდო სეხნიაშვილი)
– ავტოსადგური იალტა, ყირიმი, უკრაინა 1964 (გიორგი ჩახავა, ოთარ ნახუცრიშვილი, დოდო სეხნიაშვილი, ზურაბ ჯალაღანია. ინჟინერი: ნიკოლაი ლინევიჩი)
– ავტოსადგური, კრიმსკი, რუსეთი 1968
– კრასნოდარ-ჯუბგას საავტომობილო გზის კეთილმოწყობა, რუსეთი, წელი უცნობია
– ტიპური პროექტები (ნომერი 503.156) ავტობუსის გაჩერების პავილიონებისთვის კავკასიისა და უკრაინის საავტომობილო ტრასებზე, 1971
– ავტოსადგური, გორიაჩი კლიუჩ, რუსეთი 1971
– ხიდი-ესტაკადა კუდეპსტაში და ესტაკადა ხოსტაში, რუსეთი 1972
– კრასნოდარ-დრანდა-გალის საავტობილო გზის კეთილმოწყობა, რუსეთი-საქართველო 1975
– სამი საცხოვრებელი სახლი (85 ბინა) ადლერის რაიონში, რუსეთი 1977