დავით ქაჯაია

Davit Kajaia

* 15.04.1912 ს. ღანირი, ხონის რაიონი, საქართველო

15.10.1997 თბილისი

ინჟინერი

დავით ქაჯაიამ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო თბილისში, ამიერკავკასიის ჰიდრომელიორაციის ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ ის გადავიდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის იმავე ფაკულტეტზე, მესამე კურსიდან კი სწავლა განაგრძო სამშენებლო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1936 წელს ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით. ამავე წელს ქაჯაია სამუშაოდ გააგზავნეს ჩხოროწყუს რაიონში, საიდანაც გადავიდა თბილისის “საქსახპროექტში“.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დავით ქაჯაია ბათუმის “აჭარპროექტში” მუშაობდა, რომლის უფროსადაც ის 1941 წელს დაინიშნა. მოგვიანებით მან მუშაობა განაგრძო “საქშახტპროექტში” უფროს ინჟინრად და, იმავდროულად, იყო სამშენებლო მექნიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტი. 1953 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე “ახალი ტიპის საყრდენი კედელი”. 1955 წლიდან მუშაობდა მთავარ კონსტრუქტორად “საქჰიდროენერგომშენში“, 1956 წლიდან კი -“თბილქალაქპროექტში“.

1966 წლიდან დავით ქაჯაია იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინების კათედრის გამგე. 1976 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება. ის იყო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მრავალი გამოგონების, სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი.

დავით ქაჯაია იყო საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1961) და საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი (1962). მიღებული აქვს პრემია საკავშირო კონკურსში “მზიდი კარკასისა და უნივერსალური სპორტული არენის გადახურვის კონსტრუქციის გადაწყვეტისათვის” (1970); სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია სასტუმრო “ივერიის” პროექტისთვის (1972); საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დიპლომი სასტუმრო “აჭარის” პროექტისთვის (1980).

ინფო: თამარ ქაჯაია
ფოტოები: დავით ქაჯაიას პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

– სამმალიანი ხიდი მდ. მაჭახელაზე, აჭარა, 1943

– მრავალმალიანი ხიდი  (სიგრძე-400 მ) მდ. ჭოროხზე, აჭარა, 1944

– გუმათჰესი I და გუმათჰესი II-ის ნაგებობების გადახურვა, ხიდი და რეზერვუარები, რიონის კასკადი, ქუთაისი 1955

– საყრდენი კედელი (ასაწყობ-მონოლითური, სწრაფმშენებარე. სიმაღლე-28 მეტრი) ელბაქიძის დაღმართი, თბილისი 1958

– აბანო N° 8, გუმბათი. კურორტი წყალტუბო 1959

– კალათბურთის დარბაზი, გუმბათი. ვერის (ყოფ. კიროვის) პარკი, თბილისი 1959 (არქიტექტორი: იური კასრაძე. კონსტრუქტორი: დავით ქაჯაია)

თბილისის სპორტის სასახლე, თბილისი 1961 (არქიტექტორები: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე. კონსტრუქტორი: დავით ქაჯაია)

– ფიგურული სრიალის სკოლა, თბილისი 1962 (არქიტექტორები: თეიმურაზ აბაშიძე, იური კასრაძე. ინჟინერი: დავით ქაჯაია)

– თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სასწავლო კორპუსი, თბილისი 1965 (არქიტექტორები: მიხეილ ჩხიკვაძე, ლონგინოზ სუმბაძე, ვალერიან კედია. კონსტრუქტორი: დავით ქაჯაია)

– თხუტმეტამდე დიდი მოცულობის რკინაბეტონის ანაკრები რეზერვუარი, თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, 1964-1975

– თბილისის რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის შენობის სამი დარბაზის გადახურვა და გარაჟი. თბილისი 1966 (არქიტექტორი: არჩილ ქურდიანი. კონსტრუქტორი: დავით ქაჯაია)

– თბილისის მეტროსადგურების გარსული გადახურვები – ვაგზლის მოედანი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი

– სასტუმრო „ივერია“ (ამჟამად “რედისონ-ივერია”), თბილისი 1969 (არქიტექტორები: ოთარ კალანდარიშვილი, ია ცხომელიძე. კონსტრუქტორი: დავით ქაჯაია)

– სასტუმრო „აჭარა“, თბილისი 1975 (არქიტექტორი: მიხეილ მელია. კონსტრუქტორი: დავით ქაჯაია)

– ცირკის შენობის გადახურვა ანაკრეფი გუმბათით, კრასნოიარსკი, რუსეთი 1970

– დელფინარიუმის წყალსაცავები, ბათუმი 1974

– 16 სართულიანი სანატორიუმის ტიპის შენობები: ბორჯომი, საქართველო და სანატორიუმი “არმენია”, კიროვაკანი (ამჟამად: ვანაძორი), სომხეთი, ორივე 1980

– ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციები ელექტროგადამცემი ანძების საყრდენი საძირკვლებისთვის, 1983-1984

გამოგონებები, სსრკ პატენტები და საავტორო მოწმობები

– საყრდენი კედელი, 1950 (N° SU85242A1)

– რკინაბეტონის ტრაპეციული ფილა შენობა-ნაგებობების ანაკრები გარსული გადახურვისთვის, 1961 (N° SU147309A1)

– შენობა-ნაგებობების გადახურვის ანაკრები ერთფენიანი გარსების მონტაჟის მეთოდი, 1961 (N° SU145324A1)

– რეზერვუარი, 1966 (N° 187281)

– დ. ქაჯაიას შენობებისა და ნაგებობების მოდულური კარკასი, 1989 (N° 1518464)

პუბლიკაციების მოკლე სია

– ქაჯაია დ. ახალი ტიპის საყრდენი კედელი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო საქმეთა ინსტიტუტის შრომები. 1950

– ქაჯაია დ. ანაკრები რკინაბეტონის გარსი სწორკუთხა სივრცეების გადასახურად. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო საქმეთა ინსტიტუტის შრომები. 1950 (რუს)

– ქაჯაია დ. საქართველოს ანაკრები გარსები. “Строительная газета” N° 3735, 29.04.1960 (რუს)

– ქაჯაია დ. თანამედროვე ეპოქის საინჟინრო აზრი. გაზ. “კომუნისტი” N°52/1960, თბილისი

– ქაჯაია დ. დამხმარე საყრდენი კონსტრუქციის გარეშე დამონტაჟებული ანაკრები რკინაბეტონის გარსი. ჟურ. “Монтажные и специализированные работы в строительстве”, N°7/1960, მოსკოვი(რუს)

– ქაჯაია დ. რკინაბეტონის საყრდენი კედლების ეკონომიური კონსტუქცია. ჟურ. “ბეტონ ი ჟელეზობეტონ”, N°9/1960 მოსკოვი (რუს), ჟურნალი “Inzynieria i Budownictwo”, 1960 (პოლ), ჟურნალი “Beton arme”, N°40/1962 (ფრანგ)

ქაჯაია დ., თითიმოვ რ.კ. ლითონის კარკასის ანაკრები გარსები. ჟურ. “Монтажные и специализированные работы в строительстве”, N°11, მოსკოვი, 1961 (რუს)

– ქაჯაია დ., თბილისის სპორტის სასახლის გადახურვის ანაკრები რკინაბეტონის გარსი. ჟურ. “Строительство и архитектура”, კიევი, 1962 (რუს)

– ქაჯაია დ.ი, კასრაძე ი. თხელკედლიანი ანაკრები კონსტრუქცია. ჟურ.  “Архитектура СССР”, N°7/1962 მოსკოვი, (რუს)

ქაჯაია დ., თითიმოვ რ. ანაკრები რკინაბეტონის რეზერვუარები, 10 000 მ3 მოცულობის, ნავთობპროდუქტებისთვის. ჟურ. “Энергетическое етроительство”, N°42/1962, მოსკოვი-ლენინგრადი, (რუს)

– ქაჯაია დ., გაბრილავა ნ. „თბილისის რადიოსა და ტელევიზიის სახლის კონსტრუქცია“ “Архитектура СССР”, N°2/1965 მოსკოვი, (რუს)

– ქაჯაია დ. მრავალსართულიანი შენობების  კარკასი ანაკრები რკინაბეტონის ელემენტებისგან. ჟურ. “Бетон и железобетон”, N°3/1968

-–ქაჯაია დ. მოსაზრებები მომავლის ბინათმშენებლობაზე. ჟურ. “მეცნიერება და ტექნიკა”, N°1/1977, თბილისი

– ქაჯაია დ. გუმბათები, როგორც ოპტიმალური კონსტრუქციები სამშენებლო ხელოვნებაში. ჟურ. “საბჭოთა ხელოვნება”, N°9/1978, თბილისი

– ქაჯაია დ., ჭიპაშვილი ვ.ვ., ბიონიკა და მშენებლობა. ჟურ. “მეცნიერება და ტექნიკა”, N°12/1979, თბილისი

– ქაჯაია დ., ჭიპაშვილი ვ. როგორ აღვზარდოთ არქიტექტორი. გაზ.”კომუნისტი” 06.03.1979, თბილისი

– ქაჯაია დ. გუმბათები, როგორც ოპტიმალური კონსტრუქციები სამშენებლო ხელოვნებაში. ჟურ. “საბჭოთა ხელოვნება”, N°10/1980, თბილისი

– ქაჯაია დ., ჭიპაშვილი ვ. ბუნება და მშენებლობა. გამ. “ცოდნა”, 1980, თბილისი

– ქაჯაია დ. სპორტის სასახლის რეკონსტრუქციის საკითხისთვის. ჟურ. “მეცნიერება და ტექნიკა”, N°5/1981, თბილისი

– ქაჯაია დ. სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოები: 1. სივრცითი ფორმების გაანგარიშება 2. საყრდენი კედელი (1982)

– ქაჯაია დ. ბინები აივნებზე. ჟურ. “მეცნიერება და ტექნიკა”, N°2/1983, თბილისი

– ქაჯაია დ. მომავლის ნაგებობები. ჟურ. “მეცნიერება და ტექნიკა”, N°3/1983, თბილისი

– ქაჯაია დ. გუმბათების გამოთვლა და კონსტრუირება. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის შრომები, N°3/1983, თბილისი

– ქაჯაია დ. სეისმომედეგი კონსტრუქციების ზოგიერთი ტიპები. ჟურ. “მეცნიერება და ტექნიკა”, N°3/1984, თბილისი

ლიტერატურა/ბმულები

Каталог рекомендуемых типов простанственных конструкций для общественных зданий с большими пролетами, სტროიიზდატი, ლენინგრადი, 1977 (რუს)

გურგენიძე, კ., ნინოშვილი დ., აღსარება თემაზე. არქიტექტურა და მშენებლობა, გაზ. თბილისი 13.08.1996