გერმანე ღუდუშაური

Ghudushauri, Germane

* 08.08.1939 სტეფანწმინდა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, საქართველო

არქიტექტორი

გერმანე ღუდუშაურმა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე განაგრძო. სადიპლომო ნამუშევარი დაიცვა 1963 წელს და ამავე წელს მუშაობა დაიწყო „თბილქალაქპროექტში“, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მესამე არქიტექტურულ სახელოსნოში, სადაც პროფესიული კარიერის დასრულებამდე მუშაობდა.

ინფო: ნინი ფალავანდიშვილი
ფოტოები: ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

ძირითადი პროექტები

– დავით გურამიშვილისი ძეგლის პოსტამენტის და წარწერის ავტორი, თბილისი 1965 (მოქანდაკე: მერაბ ბერძენიშვილი)

თბილისის ჭადრაკისა და ალპური კლუბის შენობა, თბილისი, 1973 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გერმანე ღუდუშაური. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)

– მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი, სინოპი, სოხუმი 1978 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გერმანე ღუდუშაური. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)

– ხელბურთის სათამაშო სპორტული დარბაზი, გლდანის პირველი მიკრორაიონი, თბილისი 1978

– სტეფანწმიდის ალექსანდრე ყაზბეგის ისტორიული სამუზეუმო კომპლექსის ერთ-ერთი შენობა, წელი უცნობია