ილო ყავლაშვილი

Kavlashvili, Ilo

* 09.03.1931 თბილისი, საქართველო

10.09.2008 იქვე

არქიტექტორი

ილო ყავლაშვილი 1949-1954 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1954 წლიდან პროფესიული კარიერის დასრულებამდე მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ ჯერ არქიტექტორად საბოლოოდ კი მეშვიდე არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1962 წლიდან იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი. ილო ყავლაშვილი იყო გამოცდილი მთამსვლელი და 1961 წლამდე არაერთი ექსპედიციის მონაწილე.

ილო ყავლაშვილი არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურიატი. VIII საკავშირო კონკურსში საცხოვრებელი სახლების პროექტისთვის მიღებული აქვს III პრემია.

ინფო: თამარ ყავლაშვილი
ფოტოები: ილო ყავლაშვილის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

– საბურთალოს რაიონის განაშენიანების გეგმა, თბილისი 1956 (შოთა ყავლაშვილი, ილო ყავლაშვილი, ალექსანდრე ბაქრაძე, დავით გძელიძე)

– ალექსანდრე ყაზბეგის (პავლოვის) გამზირის განაშენიანება, კვარტალი ა და ბ, თბილისი 1960იანი წლები

მეტროს სადგური მარჯანიშვილი, მიწისქვეშა ვესტიბიული, თბილისი 1966  (ილო ყავლაშვილი, ნელი ქვარცხავა, გივი მელქაძე, თემო მიქაშავიძე, მოქანდაკე: მერაბ ბერძენიშვილი)

– მეტალურგიის ინსტიტუტის და ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის რვასართულიანი შენობები გამსახურდიას და ბახტრიონის ქუჩების კუთხეში, თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– ამხანაგობის ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჯავახიშვილის და მცხეთის ქუჩაზე, თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– თვრამეტსართულიანი ადმინისტრაციული კორპუსი „სოფლის მეურნეობის მშენებლობის სამინისტრო“, ვაჟა-ფშაველას გამზირი 45, თბილისი 1977 (რევაზ ბაირამაშვილი, ილო ყავლაშვილი, ლერი მეძმარიაშვილი)

– ატენის ქუჩის განაშენიანების გეგმა და საცხოვრებელი სახლები: თოთხმეტსართულიანი სართულიანი სახლი „უნივერსიტეტი“; ცამეტსართულიანი სახლი „უნივერსიტეტი“; რვასართულიანი, სახლი „ГОК“; ცხრასართულიანი სახლი „Грузнеруд“; თექვსმეტსართულიანი კვების მრეწელობის ინსტიტუტის შენობა. თბილისი 1980-იანი წლები (ავტორთა კოლექტივი)

– კ.პ. ცენტრალური კომიტეტის საცხოვრებელი, სახლი ნიკოლაძის ქუჩა, თბილისი 1980-იანი წლები, (ავტორთა კოლექტივი)

– კეკელიძის ქუჩის განაშენიანების გეგმა და საცხოვრებელი სახლები N1-6 თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– საცხოვრებელი სახლები, შატბერაშვილის ქუჩა 7 და 8, თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– ცენტრალური რკინიგზის სადგური, თბილისი 1982 (რევაზ ბაირამაშვილი, ილო ყავლაშვილი, გივი შავდია, ალექსანდრე ჯიბლაძე)

არქიტექტორთა ფონდის დასასვენებელი სახლი, გაგრა 1983 (რევაზ ბაირამაშვილი, ვახტანგ აბრამიშვილი, დავით მორბედაძე, ილო ყავლაშვილი)

– ბახტრიონის ქუჩის იყალთოს განაშენიანების გეგმა და საცხოვრებელი სახლები: N3-10; მეცნიერებათა აკადემიის კორპუსი N1, 2; თორმეტსართულიანი სახლი „მხატვარი“; თოთხმეტსართულიანი სახლი „აგატი“, თბილისი 1980-იანი წლები (ავტორთა კოლექტივი)

– ცამეტსართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– „სახბანკის“ თორმეტსართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, ანაგის ქუჩა თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– ცხრასართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, ანაგის ქუჩა თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– მეცნიერებათა აკადემიის და სახელმწიფო უნივერსიტეტის და გეოფიზიკის ინსტიტუტის ცხრასართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, ნუცუბიძის ქუჩა თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლი „უნივერსიტეტი“, ბაგები თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– „თბილქალაქპროექტის“ თოთხმეტსართულიანი ლაბორატორიული კორპუსი, თბილისი წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– მუხიანის II მიკრორაიონის განაშენიანების გეგმა, 22 შენობა, თბილისი 1980-იანი წლები (ავტორთა კოლექტივი)

– კომუნალური მეურნეობის სამინისტროს პიონერთა ბანაკი, კოჯორი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქცია, ავჭალის გზატკეცილი 81 და 83, თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– რვასართულიანი საცხოვრებელი სახლი, სოხუმი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– ცამეტსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ჭავჭავაძის გამზირი 17, თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– კეკელიძის ქუჩის განაშენიანების გაგრძელების პროექტი და საცხოვრებელი სახლები, თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლი, ტაშკენტის ქუჩა, თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლი კეკლიძისა და რჩეულიშვილის ქუჩაზე, თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– თექვსმეტ და ჩვიდმეტსართულიანი საცხოვრებელი სახლები, იყალთოს ქუჩა თბილისი, წელი უცნობია (ავტორთა კოლექტივი)

– დიდი დიღომი, III კვარტალის განაშენიანების გეგმა, თბილისი 1980-იანი წლები (ავტორთა კოლექტივი)

– ზღვის უბანი (ოთარ არველაძე, ი.სანაძე, გივი შავდია), II კვარტალის განაშენიანების გეგმა (ილო ყავლაშვილი). 1980-იანი წლები