ლევან ხიმშიაშვილი

Khimshiashvili, Levan

* 23.11.1920 თბილისი, საქართველო 

 21.06.1978 იქვე

არქიტექტორ-რესტავრატორი, პედაგოგი

ლევან (ლეო) ხიმშიაშვილმა თბილისის მეოთხე საშუალო სკოლის შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ, 1935 წელს სწავლა განაგრძო თბილისის კომუნალურ ტექნიკუმში არქიტექტურის განყოფილებაზე. 1940 წელს, ტექნიკუმის წარჩინებით დამთავრების შემდეგ გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში, საიდანაც პირდაპირ ფრონტზე გააგზავნეს. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე. დემობილიზაციის შემდეგ, 1945-1951 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. აკადემიაში სწავლის დროს მონაწილეობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციებში, არქიტექტურული ძეგლების აზომვით სამუშაოებში.

1951-1967 წლებში მუშაობდა სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოში ჯერ უფროს არქიტექტორად, ხოლო 1965-1967 წლებში – დირექტორად. 1954 წელს დაიწყო მუშაობა სამხატვრო აკადემიაში; 1963 წლიდან იყო მხაზველობითი გეომეტრიის და პერსპექტივის პედაგოგი. 1969 წელს ლევან ხიმშიაშვილმა ვახტანგ ცინცაძესთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე დააარსა რესტავრაციის კათედრა, რომელსაც თვითონ უძღვებოდა – კითხულობდა თეორიული დისციპლინების კურსს, ხელმძღვანელობდა სარესტავრაციო პროექტებს. ამავე დროს, 1969 წლიდან გარდაცვალებამდე იყო არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი. 1971 წელს მიიღო არქიტექტურის კანდიდატის სამეცნიერო წოდება.

ლევან ხიმშიაშვილს ძეგლთა დაცვის დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება (1961).

ინფო: ქეთევან ხიმშიაშვილი
ფოტოები: ლევან ხიმშიაშვილის პირადი არქივი, თეიმურაზ კანდელაკის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

სამწევრისის წმ. გიორგის ეკლესია (VII ს.) ქარელის რაიონი, 1951

– სააკაძის კოშკი (XV-XVIII სს), ნოსტე, კასპის რაიონი, 1957

წირქოლის ღვთისმშობლის ეკლესია (VIII ს.), ახალგორის რაიონი, 1957

– ბედიის მონასტერი (X ს.) ოჩამჩირის რაიონი, 1953. განუხორციელებელი

– ატენის სიონი (VII ს.), გორის რაიონი, 1958

– ვარძია (XII ს.), ასპინძის რაიონი, 1960-იანი წლები

– სხალთის მონასტერი, (XII ს.) ხულოს რაიონი, 1955

– მახუნცეთის ხიდი (IX-X ს), ქედის რაიონი, 1961

– ყინწვისის ღვთისმშობლის ეკლესია (XIII ს.), ქარელის რაიონი, 1963

– ზედაზენი (VIII ს.), მცხეთის რაიონი, 1966

ტყობა-ერდის ეკლესია (IX-XV ს), ინგუშეთი, რუსეთის ფედერაცია, 1971

– ამბარა (VII- VIII ს.), გუდაუთის რაიონი, წელი უცნობია

– წრომი (VII ს.), ხაშურის რაიონი, 1955-1959, 1976-1977

– წითელი ხიდი (XVII ს.), გარდაბნის რაიონი, 1963

– ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესია, (X-XI ს.) დუშეთის რაიონი, 1976

პუბლიკაციები

– „სამწევრისი“, თბილისი 1962

– „ჩვენი სარესტავრაციო სახელოსნოს საქმიანობა და ამოცანები“, ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ №1, 1964

– „საიჟინრო საქმე და არქიტექტურის ძეგლთა გამაგრება“ (წირქოლის ტაძარი), ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ №5, 1965

– „პირველი მერცხალი, ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმის პირველი ექსპონატი“, ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ №8, 1965

– „რესტავრაციის ზოგიერთი საკითხი (წრომი და ბედია)“, ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ №18, 1969

– ხიმშიაშვილი, ლევან; მანანა ანთიძე, „ტყობა-ერდის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები“. ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ №26, 1971

– „ისევ თიანეთის სიონის მეცნიერული დაცვის შესახებ“, ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“, №31-32, 1973

– „არქიტექტორ-რესტავრატორთა მომზადება“, ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ №35, 1975

– „წითელი ხიდის რესტავრაცია“, ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ №40, 1976

– „წრომის ტაძრის გუმბათის აღდგენის საკითხისათვის“, ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ №50, 1979

ლიტერატურა/ბმულები

ხუბულური, ლ., ისტორიული ძეგლების მკურნალები. გაზეთი „კომუნისტი“ 22.11.1957

ალშიბაია, გ., სამწევრისი. გაზეთი „ზარია ვოსტოკა“ 01.01.1959 (რუს)

გურგენიძე, რ., ქვათა მკურნალი. გაზეთი „თბილისი“ 21.09.1961

ჯორბენაძე, ვიქტორ. სიონის ისტორიის უკანასკნელი ფურცლები. გაზეთი „მოლოდიოჟ გრუზიი“ 1964, (რუს)

გაზეთ „თბილისის“ სარედაქციო სტატია. რესტავრატორთა მარჯვენით. 11.06.1964

ასლამაზიშვილი, ე., დავიცვათ ჩვენი საუნჯე. გაზეთი „თბილისი“ 20.07.1966

მასალები სამწევრისის აღდგენის შესახებ. ჟურნალი „Historic Preservation“ №10 (ამჟამად “Preservation” – Magazine of the National Trust)

ირინე ელიზბარაშვილი, მანანა სურამელაშვილი, ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ხათუნა ჭურღულია. არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში. თბილისი 2012. ISBN978-9941-0-4207-2

ხიმშიაშვილი, ქეთევან. ლევან ხიმშიაშვილი (26.05.2013)