გამოფენა „ლაგუნა ვერე“ 15.11.2022
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს, „რა იქნება შემდეგ“, ფარგლებში საგამოფენო სივრცეში „მაუდი“ გაიმართა გამოფენა „Future presence“, რომელიც საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში გვიანი სოციალისტური არქიტექტიურის ნიმუშებს მიეძღვნა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ცენტრმა თბილისში, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლამ VA[A]DS და თბილისის არქიტექტურის არქივმა.
ჩვენ მიერ მომზადებული გამოფენა მიზანად ისახავდა საწყლოსნო-სპორტულ კომპლექს „ლაგუნა ვერეს“ არქიტექტურულ ღირებულებაზე, და ასევე, მის სოციო-კულტურულ მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებას.
გამოფენაში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული არქივის მასალები საქინფორმის, კინო-ფოტო-ფონო და უახლესი ისტორიის არქივებიდან; „ლაგუნა ვერეს“ სტუმრების, სპორტსმენებისა და ბავშვთა სპორტ-სკოლის მოსწავლეების პირადი ფოტოები; პროექტის ავტორების – არქიტექტორების, რამაზ კიკნაძისა და შოთა ყავლაშვილის პირადი არქივები; მხატვარ კოკა იგნატოვის პირადი არქივი; „ლაგუნა ვერეს“ ყოფილი დირექტორის, ვლადიმერ გოიაშვილის პირადი არქივი; ფოტოგრაფ სიმონა როტას ფოტო კოლექციიდან „ოსტალგია“.
მადლობას ვუხდით თბილისის არქიტექტურის ბიენალეს და გამოფენის ორგანიზატორებს, ასევე საქართველოს ეროვნულ არქივსა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირადი არქივის მფლობელს მასალების მოწოდებისთვის და თანამშრომლობისთვის.
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდმა და შემოქმედებითი ევროპის ევროკავშირის პროგრამამ.

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: თბილისის არქიტექტურის არქივი

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: თბილისის არქიტექტურის არქივი

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: თბილისის არქიტექტურის არქივი

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: თბილისის არქიტექტურის არქივი

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: თბილისის არქიტექტურის არქივი

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: თბილისის არქიტექტურის არქივი

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: თბილისის არქიტექტურის არქივი

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: თბილისის არქიტექტურის არქივი

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: თბილისის არქიტექტურის არქივი

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: გიორგი ყოლბაია
© future presence

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: გიორგი ყოლბაია
© future presence

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: გიორგი ყოლბაია
© future presence

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: გიორგი ყოლბაია
© future presence

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: გიორგი ყოლბაია
© future presence

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: გიორგი ყოლბაია
© future presence

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: გიორგი ყოლბაია
© future presence

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: გიორგი ყოლბაია
© future presence

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: გიორგი ყოლბაია
© future presence

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: გიორგი ყოლბაია
© future presence

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: გიორგი ყოლბაია
© future presence

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: გიორგი ყოლბაია
© future presence

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: გიორგი ყოლბაია
© future presence

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: თბილისის არქიტექტურის არქივი

გამოფენის გახსნა – 5.10.22
ფოტო: თბილისის არქიტექტურის არქივი