Caucasian Sericulture Station
არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი
პროექტირება 1887-დან მშენებლობა 1887-1901
სტატუსი აშენებული
თავდაპირველი ფუქცია კვლევითი და სასწავლო, მუზეუმი
დღევანდელი ფუნქცია უფუნქციო
მდგომარეობა დანგრეული
მდებარეობა დავით ყიფიანის ქუჩა, თბილისი
Google Maps
კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის კომპლექსში თავდაპირველად 25-მდე შენობა შედიოდა. ალექსანდრე შიმკევიჩის მიერ 1887 წელს დაგეგმილი კომპლექსი მოიცავდა მუშტაიდის ბაღების მიმდებარე ვრცელ ტერიტორიას, რომელზედაც განაწილებული იყო აბრეშუმის წარმოების სრული ციკლისთვის აუცილებელი ყველა ფუნქციის შემცველი შენობა – საჭიე, გრენის შესანახი სახლი, აბრეშუმის ძაფის საგრეხი და ამოსახვევი შენობა, აბრეშუმის საქსოვი სახელოსნო, მთავარი შენობა მუზეუმით, ბიბლიოთეკითა და ლაბორატორიებით, დამხმარე სათავსები, საწყობები, წყლის სატუმბი მდინარე მტკვარზე და სხვა.
მეაბრეშუმეობის სადგურის გარშემო მიწის რეგულარულ ნაკვეთებზე თუთისა და ცაცხვის ბაღები იყო გაშენებული. კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის კომპლექსი იმ დროინდელი თბილისისთვის დიდი მასშტაბის ურბანული და ლანდშაფტური პროექტი იყო. შემორჩენილია მხოლოდ ერთი „თანამშრომლების საცხოვრებელი სახლი“ (დავით აღმაშენებლის ქუჩა 184) და „მთავარი შენობა“ – ამჟამად აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი (გიორგი ცაბაძის ქუჩა 6). ყველა სხვა დანარჩენი შენობა დანგრეულია სხვადასხვა დროს. (ნჩ)
ფოტოები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა