ვლადიმერ ქურთიშვილი

Kurtishvili, Vladimer

* 28.05.1935 თბილისი, საქართველო 

 05.01.1996 იქვე

არქიტექტორი, ურბანისტი

ვლადიმერ (ვოვა) ქურთიშვილმა 1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი  არქიტექტურის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო „თბილქალაქპროექტის“ მეოთხე სახელოსნოში. მოგვიანებით, ქურთიშვილი ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის მეექვსე არქიტექტურულ სახელოსნოს, ხოლო 1980-იანი წლების ბოლოს იყო „თბილქალაქპროექტის“ დირექტორი. 1975 წლიდან ის ასწავლიდა ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ვლადიმერ ქურთიშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1979). მას მიღებული აქვს ხალხთა მეგობრობის ორდენი და ახალგაზრდობის მეგობრობის მემორიალისთვის საქართველოს კომკავშირის პრემია (1982), ასევე სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1983) და საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1984).

ქურთიშილი იყო არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მოსკოვის განყოფილების წევრ-კორესპონდენტი (1992).

ინფო: ირინა ქურთიშილი
ფოტოები: ვლადიმერ ქურთიშვილის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

– ბარათაშვილის ხიდი, თბილისი 1965 (შოთა ყავლაშვილი, ვლადიმერ ქურთიშვილი. კონსტრუქტორი: გიორგი ქარცივაძე)

– საცურაო აუზების კომპლექსი რიყეზე, თბილისი 1965 (შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე, ვლადიმერ ქურთიშვილი). განუხორციელებელი

ცენტრალური ავტოსადგური, თბილისი 1970 (შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე, ვლადიმერ ქურთიშვილი. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური. მხატვარი: ზურაბ წერეთელი)

– სადეგუსტაციო დარბაზი „საჭაშნიკე“, თბილისი 1970 (რამაზ კიკნაძე, თემო მიქაშავიძე და ვლადიმერ ქურთიშვილი)

– რესტორანი „მარაბდა“ ადგილი 1971 (რამაზ კიკნაძე, თემო მიქაშავიძე, ვლადიმერ ქურთიშვილი)

– ლუდის ბარი „შატილი“, თბილისი 1960-იანი წლების ბოლო (რამაზ კიკნაძე, გივი მეტრეველი, თეიმურაზ მიქაშავიძე, ვლადიმერ ქურთიშვილი)

– ბაიკალ-ამურის მაგისტრალის სოფელი „ნია-გრუზინსკაია“, 1975 (ვლადიმერ ქურთიშვილი, ლეო ბოკერია, ვალერი ბახტაძე, ვოვა ცინცაძე)

მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტი, თბილისი 1980-იანი წლები (ვლადიმერ ქურთიშვილი, ზაზა ისაკაძე, ზაზა ფილიშვილი)

– ახალგაზრდობის მეგობრობის მემორიალი, 1981 (ვლადიმერ ქურთიშილი, ვალერი ბახტაძესთან, ლეო ბოკერია, ვოვა ცინცაძე)

– ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მხედრული დიდების მუზეუმი, წითელ ხიდთან 1981 (ვლადიმერ ქურთიშილი, ე. კვერნაძე)

– საქართველოს ეროვნული მუზეუმის საფონდო კორპუსი, თბილისი 1985 (ვლადიმერ ქურთიშვილი, ნუნუ სარალაშვილი)

– სასტუმრო შერატონ „მეტეხი-პალასი“, თბილისი 1991 (შოთა ყავლაშვილი, შოთა გვანცელაძე, ენგინ ჩაკმან, ვლადიმერ ქურთიშვილი)

გამოფენები

გერმანელი არქიტექტორები თბილისში მე-19 საუკუნეში – German Architects in Tbilisi 19st century (კურატორები: ვლადიმერ ქურთიშვილი, ირინა ქურთიშვილი) საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 1993.

ლიტერატურა/ბმულები

Verlag Müry Salzmann, Salzburg 2016 ISBN 978-3-99014-136-6

Irina Kurtishvili (Ed.) Hotel Orient / Haus der Künstler, Literatur Museum, Tbilisi 2014 ISBN: 978-99940-28-90-0

Nataša Bodrožić and Nini Palavandishvili (Ed.), Spaces. Cultural Public Sphere in Armenia, Georgia, Moldova and Ukraine. Verlag Bibliothek der Provinz, Weitra 2014 ISBN: 978-3-99028-425-4

Adolph Stiller (Ed.), Tbilisi/Architecture at The Intersection of Continents (27.04.2016)

Irina Kurtishvili. Georgian Modernism.