Kavlashvili, Shota
* 28.01.1926, თბილისი, საქართველო
† 1995, იქვე
არქიტექტორი
შოთა ყავლაშილმა 1948 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტორის სპეციალობით. 1950 წელს დაიწყო მუშაობა არქიტექტორად „თბილქალაქპროექტში“, 1951 წელს გახდა ჯგუფის ხელმძღვანელი და 1964-1994 წლებში იყო თბილქალაქპროექტის მეოთხე არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი. 1957-1970 წლებში ასწავლიდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე.
1967 წლიდან ყავლაშვილი იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სამშენებლო-არქიტექტურული საბჭოს წევრი; 1968-1970 წლებში თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოს მთავარი არქიტექტორი; 1970-1974 წლებში მუშაობდა თბილისის მთავარ არქიტექტორად და მთავარ არქიტექტურულ-გეგმარებითი სამმართველოს უფროსად; 1972-1974 წლებში იყო საქართველოს სსრ სავაჭრო პალატის პრეზიდიუმის წევრი და პალატის მხატვარი.
1980 წელს შოთა ყავლაშვილი აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად და აღმასრულებელი კომიტეტის წევრად; 1980 წელს მეორედ დაინიშნა თბილისის მთავარ არქიტექტორად და მთავარ არქიტექტურულ-გეგმარებითი სამმართველოს უფროსად; 1982 წლიდან 1985 წლამდე იყო საქართველოს სსრ „სახმშენის“ თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყავლაშვილი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ფოთში, სადაც 1994 წელს ქალაქის ვიცე-მერად და მთავარ არქიტექტორად დაინიშნა.
შოთა ყავლაშვილი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1972); სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1987). მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქციისთვის (1981) და სსრკ-ის არქიტექტორთა კავშირის მრავალი დიპლომი და სიგელი. ყვალაშვილს მიენიჭა ქალაქ ოდესის (უკრაინა) კულტურის სამმართველოს სიგელი (1969); საქართველოს სავაჭრო პალატის დიპლომები და ოქროს მედლები (1970-1983); შრომის წითელი დროშის ორდენი (1971); საქართველოს სახმშენის საპატიო სიგელი (1974); საქართველოს უმაღლესი საბჭოს სიგელი (1979); სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა საგამოფენო ცენტრის ოქროს მედალი (1982). ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე (1985) და აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (1987).
ფოტოები: დავით მორბედაძის პირადი არქივი, თეიმურაზ კანდელაკის პირადი არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ძირითადი პროექტები
– საბავშვო ბაღი, ბარნოვის ქუჩა, თბილისი 1953 (შოთა ყავლაშილი, გივი მელქაძე)
– საცხოვრებელი სახლი, ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 1953 (შოთა ყავლაშილი, გივი მელქაძე)
– საბურთალოს საცხოვრებელი მასივის გენგეგმა, თბილისი 1956 (შოთა ყავლაშილი, ალექსანდრე ბაქრაძე, დავით გძელიძე, ილო ყავლაშვილი)
– ჩუღურეთის (ყოფილი კარლ-მარქსის) ხიდის რეკონსტრუქცია, თბილისი 1954 (შოთა ყავლაშილი, გივი მელქაძე, კონსტრუქტორი: გიორგი ქარცივაძე)
– საცხოვრებელი სახლი, უზნაძის (ყოფილი კამოს) ქუჩა 2, თბილისი 1962 (შოთა ყავლაშილი, გივი მელქაძე, ლეო ხარაშვილი)
– ქორწინების სახლი, უზნაძის (ყოფილი კამოს) ქუჩა 2, თბილისი 1965 (შოთა ყავლაშილი, რამაზ კიკნაძე. მოქანდაკეები: გიორგი ოჩიაური, ირაკლი ოჩიაური)
– ბარათაშვილის ხიდი, თბილისი 1965 (შოთა ყავლაშილი, ვლადიმერ ქურთიშვილი. კონსტრუქტორი: გიორგი ქარცივაძე)
– საცურაო აუზების კომპლექსი, რიყე, თბილისი 1965 (შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე, ვლადიმერ ქურთიშვილი). განუხორციელებელი
– ცხრასართულიანი ბლოკირებული საცხოვრებელი სახლების ტიპური პროექტების სერია, 1969 (შოთა ყავლაშილი, სოლომონ კაციტაძე. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური)
– „საქპურის“ საცხოვრებელი სახლი, ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 1970 (შოთა ყავლაშილი, რამაზ კიკნაძე. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური)
– ცენტრალური ავტოსადგური, თბილისი 1970 (შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე, ვლადიმერ ქურთიშვილი. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური. მხატვარი: ზურაბ წერეთელი)
– ორთაჭალის საცხოვრებელი რაიონის და ადმინისტრაციული ცენტრის პროექტი, თბილისი 1970 (შოთა ყავლაშვილი, მერაბ გუგუნავა, რამაზ კიკნაძე, გივი მეტრეველი) განუხორციელებელი
– საქართველოს საგამოფენო პავილიონი, პარიზი 1970 (შოთა ყავლაშილი, რამაზ კიკნაძე, გივი მეტრეველი, მერაბ გუგუნავა)
– საცხოვრებელი სახლები ჩელუსკინელების ხიდთან, თბილისი 1973 (შოთა ყავლაშვილი, მერაბ გუგუნავა. კონსტრუქტორი: როდამეს ღუდუშაური)
– ადმინისტრაციული შენობა „სოფლსამტექნიკა“ ორთაჭალაში, თბილისი 1973 (შოთა ყავლაშილი, ანზორ მიქიაშვილი)
– გვირაბი და ესტაკადა მეტეხის კლდის ქვეშ, თბილისი 1975 (შოთა ყავლაშილი, ვალერი ბახტაძე, რამაზ კიკნაძე)
– ადმინისტრაციული (რაიკომი) შენობა მეტრო ისანთან, თბილისი 1975 (შოთა ყავლაშილი, ანზორ მიქიაშვილი)
– „გოგილოს“ აბანოს რეკონსტრუქცია, თბილისი 1977 (შოთა ყავლაშილი, გიორგი აბულაძე)
– თექვსმეტსართულიანი საცხოვრებელი სახლები სააკაძის მოედანზე და დოლიძის ქუჩაზე, თბილისი 1977 (შოთა ყავლაშილი, სოლომონ კაციტაძე)
– საწყოლოსნო-სპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერე“, თბილისი 1978 (შოთა ყავლაშვილი, რამაზ კიკნაძე, გურამ აბულაძე. კონსტრუქტორი როდამეს ღუდუშაური, მხატვარი: ნიკოლოზ იგნატოვი)
– თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი რიყეზე, თბილისი 1978 (შოთა ყავლაშილი, ავთანდილ სუმბულაშვილი). განუხორციელებელი
– არქეოლოგიური მუზეუმი დიღომში, თბილისი 1979 (შოთა ყავლაშილი, შოთა გვანცელაძე. მოქანდაკე: თენგიზ კიკალიშვილი)
– ელენე ახვლედიანის (ყოფილი კიბალჩიჩის) აღმართის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაცია, თბილისი 1980 (მეოთხე არქიტექტურული სახელოსნოს არქიტექტორთა ჯგუფი)
– ბარათაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია, თბილისი 1981 (მეოთხე არქიტექტურული სახელოსნოს არქიტექტორთა ჯგუფი)
– რესტორანი „ბერიკონი“, თბილისი 1986 (შოთა ყავლაშილი, შოთა გვანცელაძე)
– დიდი დიღმის დაგეგმარების პროექტი, თბილისი 1984 (შოთა ყავლაშილი, ბიძინა მამინაიშვილი, გივი შავდია, მერაბ ბოლქვაძე, ნოდარ ირემაშვილი)
– ადმინისტრაციული შენობების კომპლექსი ძნელაძის ქუჩაზე. თბილისი 1986 (შოთა ყავლაშილი, ავთანდილ სუმბულაშვილი, ვ. რცხილაძე) განუხორციელებელი
– ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის განაშენიანების პროექტი, თბილისი 1987 (შოთა ყავლაშილი, სოლომონ კაციტაძე, აკაკი კერესელიძე, ი. ყანდარელი, ი. მიხაილოვი) განუხორციელებელი
– წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საკონკურსო პროექტი, თბილისი 1989 (შოთა ყავლაშილი, ვიქტორ ჯორბენაძე) საკონკურსო პროექტი
– სასტუმრო შერატონ „მეტეხი-პალასი“, თბილისი 1991 (შოთა ყავლაშილი, შოთა გვანცელაძე, ენგინ ჩაკმან, ვლადიმერ ქურთიშვილი)
ლიტერატურა/ბმულები
ჯანბერიძე, გიორგი: შოთა ყავლაშილი. ქართული ხუროთმოძღვრების დიდოსტატები. თბილისი 2016. ISBN-978-9941-0-8946-6