გივი მელქაძე

Melkadze, Givi

* 02.02.1923, თბილისი

† 07.10.1981, იქვე

არქიტექტორი

გივი მელქაძემ 1948 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1949 წლიდან პროფესიული კარიერის დასრულებამდე ის მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ – თავიდან პირველ, შემდეგ – მეექვსე არქიტექტურულ სახელოსნოში, სადაც იყო პროექტის მთავარი არქიტექტორი.

1955 წლიდან გივი მელქაძემ პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე, 1975 წლიდან კი უკვე არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურული პროექტირების დოცენტი იყო.

გივი მელქაძე იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967).

ინფო: მედეა მელქაძე
ფოტოები: გივი მელქაძის პირადი არქივი, ჯონდო ჯიბლაძის პირადი არქივი, ვლადიმერ ქურთიშვილის პირადი არქივი

ძირითადი პროექტები

– საბავშვო ბაღი, აბაშიძის (ყოფილი ბარნოვის) ქუჩა 13, თბილისი 1953 (შოთა ყავლაშილი, გივი მელქაძე)

– საცხოვრებელი სახლი, ჭავჭავაძის გამზირი 19/21, თბილისი 1953 (შოთა ყავლაშილი, გივი მელქაძე)

– ქორეოგრაფიული სასწავლებელი, აღმაშენებლის გამზირი, თბილისი 1953 (გივი მელქაძე, ლეო ხარაშვილი)

– თავისუფლების (ყოფილი ლენინის) მოედნის ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტა და ლენინის ძეგლის არქიტექტურა, თბილისი 1956 (შოთა ყავლაშილი, გივი მელქაძე, კონსტანტინე ჩხეიძე, გერა ხეჩინაშვილი. მოქანდაკე: ვალენტინ თოფურიძე).

– ჩუღურეთის (ყოფილი კარლ-მარქსის) ხიდის რეკონსტრუქცია, თბილისი 1954 (შოთა ყავლაშილი, გივი მელქაძე, კონსტრუქტორი: გიორგი ქარცივაძე)

– საცხოვრებელი სახლი სანაპიროზე, უზნაძის (ყოფილი კამოს) ქუჩა 2, თბილისი 1962 (შოთა ყავლაშილი, გივი მელქაძე, ლეო ხარაშვილი)

– რკინიგზის ტექნიკური შენობა, სადგურის მოედანი, თბილისი 1965 (გივი მელქაძე, გივი კვერნაძე)

– მეტროს სადგური „მარჯანიშვილი“, თბილისი 1966 (გივი მელქაძე, ნელი ქვარცხავა) მოქანდაკე: მერაბ ბერძენიშვილი

„ცეკავშირის“ შენობა – კოოპერაციის სახლი თავისუფლების (ყოფილი ლენინის) მოედანი, თბილისი 1971 (გივი მელქაძე, ნელი ქვარცხავა)

– პოლიტექნიკური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი, ზურაბ ჟვანიას (ყოფილი მშვიდობის) მოედანი, თბილისი 1975 (გივი მელქაძე, ნელი ქვარცხავა)

– საბავშვო ბაღი წერეთლის გამზირზე, თბილისი 1976 (გივი მელქაძე, ნელი ქვარცხავა)

– გრიბოედოვის ძეგლის არქიტექტურა სანაპიროზე, თბილისი 1960. მოქანდაკე: მერაბ მერაბიშვილი

– ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლის არქიტექტურა, რუსთაველის პროსპექტი, თბილისი 1958. მოქანდაკე: ვალენტინ თოფურიძე

– ახალი ზოოპარკი ლისის ტბაზე, თბილისი 1980, განუხორციელებელი

– სასტუმრო თბილისის რეკონსტრუქცია-გაფართოების პროექტი, თბილისი, წელი უცნობია, განუხორციელებელი

პუბლიკაციები

მელქაძე, გივი. დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლების პროექტირება, სალექციო კურსი (1973)

ლიტერატურა/ბმულები

მელქაძე, მედეა. ქართული არქიტექტურის ფარული გმირები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი. სამეცნიერო-ტექნიკურრი ჟურნალი N°16, 2021. ISSN 2233-3266